შეგიმჩნევიათ თუ რამდენად ლამაზი თმები აქვთ იაპონელებს? რბილი, ჯანსაღი და ბზინვარე! სულ მეგონა, რომ ეს მათ გენეტიკაში ჰქონდათ. თუმცა ჩემმა იაპონიაში მცხოვრებმა ნაცნობმა მითხრა, რომ იაპონელები იყენებენ სახლში დამზადებულ თმის ნიღაბს.
ამ ნიღბის დამზადება საკმაოდ მარტივია და მისი მთავარი ინგრედიენტი არის ყაბაყი. მოემზადეთ თქვენი თმების გასაჯანსაღებლად!
როგორ მოვამზადოთ იაპონური თმის ნიღაბი
დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა წყალი
- 3 ცალი ყაბაყი
- 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი
- 2 ს.კ. ქოქოსის ზეთი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
1. დაჭერით ყაბაყი და მოათავსეთ ქვაბში.
2. დაასხით წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ 15 წუთით წამოდუღების შემდეგ.
3. ამის შემდეგ შეგრილებული მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4. გახსენით სიმინდის სახამებელი 1 ს.კ. წყალში, ჩაასხით ყაბაყის მასაში და ისევ დადგით ცეცხლზე 5 წუთით. მასა უნდა გახდეს კრემისებური.
5. ჩაასხით ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
6. ბოლოს დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და ისევ კარგად მოურიეთ.
გამოყენების წესი:
1. ნიღბის გამოყენებამდე აუცილებელია თმის დაბანა.
2. წაისვით ნიღაბი თმის ძირებზე და მთელს სიგრძეზე.
3. შემოიხვიეთ თავზე პოლიეთილენის პარკი ან შხაპის ქუდი და დაიტოვეთ 2 საათით.
4. დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით.
ამ ნიღბის შემადგენელი თითოეული ინგრედიენტი მოახდეს სასწაულ ეფექტს თქვენს თმაზე. ნიღბის პირველივე გამოყენების შემდეგ თქვენი თმა იბრწყინებს. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად გამოიყენეთ ნიღაბი კვირაში 2-ჯერ და ყოველ გამოყენებაზე დაამზადეთ ახალი.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.