სახლის პირობებში თმის მოსავლელად ჩემთვის პირველ ადგილზეა თაფლიანი წყალი. თითქმის ყველას ინტერესს იწვევს, თუ რომელ სალონში დავდივარ თმის პროცედურებზე და პასუხი ასევე ყველას გაოცებას იწვევს. ეს ხალხური მეთოდი ჩემმა ბებიამ მასწავლა. თაფლიანი წყალი ატენიანებს, კვებავს თმას და აჩერებს თმის ცვენის პროცესს.
თაფლიანი წყალი თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად
დაგჭირდებათ:
- 1 ჩ.კ. გამხმარი სალბი
- 2 ჩ.კ. გამხმარი გულყვითელა
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 200 მლ. ადუღებული წყალი
მომზადების წესი:
- გულყვითელა და სალბი მოათავსეთ ჭურჭელში. დაასხით ადუღებული წყალი და დადგით სითხის სრულ გაგრილებამდე.
- გადაწურეთ სითხე, დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ.
მოხმარების წესი:
1. ნაყენის გამოყენებამდე აუცილებელია თავის დაბანა. ამის შემდეგ გადაივლეთ თაფლიანი ნაყენი და კარგად გადაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე.
2. შეიფუთეთ თავი პოლიეთილენის პარკით და ჩამოიბანეთ 1 საათში მხოლოდ თბილი წყლით.
სრული კურსის ჩასატარებლად უნდა გამოიყენოთ კვირაში 3-4 ჯერ მთელი თვის მანძილზე. ყოველთვის გამოიყენეთ ახლად დამზადებული ნაყენი.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.