ვაზელინი სახის კანისთვის

вазелин для лица

вазелин для лица

ამ დღეებში გადავწყვიტე განმეახლებინა ჩემი პარფიუმერული და თავის მოვლის საშუალებების კუთხე, მაგრამ ფასებმა უბრალოდ შოკში ჩამაგდო. ძალიან მინდოდა სახის ერთჯერადი ნიღბის შეძენა, მაგრამ გაბრაზებულზე გადავიფიქრე და ეს ჩემი აღფოტება ვერც ნაცნობ კოსმეტოლოგთან ვერ დავმალე. სწორედ მან გამანდო საიდუმლო, რომ ვაზელინი არაფრით ჩამოუვარდება ერთჯერად ქსოვილის სახის ნიღბებს.

საქმე მის განსაკუთრებულ შემადგენლობაში არა, არამედ მის განსაკუთრებულ მოქმედებაშია. დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ გაგაცნობთ თუ რატომ აღარ უნდა გამოიყენოთ ერთჯერადი ნიღბები. ახლა ჩემს თაროზე მხოლოს ვაზელინი და ჩემი სახის კრემია.

ვაზელინის სასარგებლო თვისებები სახის კანისთვის

ვაზელინი სახის კანისთვისკოსმეტოლოგიაში არის ოკლუზიის ეფექტი. ეს არის კანის ზედა ფენიდან ტენიანობის ნელი აორთქლება. სწორედ ამ თვისების გამო ის სწრაფად და დიდხანს ატენიანებს კანს, თან ქმნის ნაოჭების გამოდევნის ეფექტს. ძირითადად ამ თვისების გამო გვიყვარს ქსოვილის ერთჯერადი სახის ნიღბები. თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ ეფექტის მიღება ვაზელინის საშუალებითაც შეგვიძლია ძალიან მარტივად და ბევრად იაფად!

ვაზელინი სახის კანისთვისდაგჭირდებათ:

გამოგადგებათ ყველაზე დაბალ ფასიანი ვაზელინიც კი. თუმცა კოსმეტიკურის გამოყენება უკეთესია.
სასურველი მკვებავი ან დამატენიანებელი კრემი, შრატი ან ნიღაბი.
ქაღალდის ხელსაწენდი ან პირის დასაბანი ხელსაწმენდი.

ვაზელინი სახის კანისთვის

მოამზადეთ სახის კანი: ის უნდა იყოს სუფთა და ოდნავ ნოტიო. ამის შემდეგ წაისვით მკვებავი საშუალება. აქვე გეტყვით, რომ ეს პროცედურა კარგია ყელის და დეკოლტეს მიდამოსთვისაც.

მკვებავის ზევიდან წაისვით ვაზელინი დაახლოებით 3-5 მმ. სისქის.

დაიტოვეთ 20-30 წუთით. თუ დაინახავთ, რომ ვაზელინი დაიწყებს გამოშრობას მიიპკურეთ წყალი. უკეთესია თუ წყლის მაგივრად გამოიყენებთ მწვანე ჩაის ნაყენს.

ვაზელინი სახის კანისთვის

დროის გასვლის შემდეგ მოიცილეთ ვაზელინის ნარჩენები ქაღალდის ხელსაწმენდით. (თუ მას თავიდანვე წყლით ჩამოიბანთ, სახეზე დატოვებს ცხიმის ფენას, რომლის მოშორებაც შემდგომ გაგიძნელდებათ.)

ხელსაწმედით ნარჩენების მოცილების შემდეგ, ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.

თუ თქვენი სახის კანი მიდრეკილია ფორებში

თუ სახის ჩამობანისას საპონს გამოიყენებთ, ეცადეთ წაისვათ ძალიან მცირე რაოდენობით რათა არ დაკარგოთ ნიღბის ეფექტი.

ვაზელინი სახის კანისთვის

კოსმეტოლოგები არ გვირჩევენ ოკლუზიური ეფექტის ხშირად მიღებას. ის უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ძალიან გამომშრალი კანის შემთხვევაში. კურსის სახით ვაზელინის ნიღბის გამოყენება შეიძლება კვირაში 2-3 ჯერ, მხოლოდ 1 თვის განმავლობაში.

ვაზელინი სახის კანისთვის

ამ პროცედურის წყალობით ჩემი კანი ხდება წარმოუდგენლად ფაფუკი და რბილი. ძალიან მიხარია, რომ ვიპოვე ძვირადღირებული საშუალების იაფიანი ანალოგი და თან ასეთი ეფექტური!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია