ბუნებაში შემწვარი მწვადის გემო მაინც სულ სხვაა. დღეს გასწავლით სახლში მწვადის შეწვის ერთ-ერთ მეთოდს, რომელსაც გემოთი ვერ განასხვავებთ ნაკვერჩხალზე შემწვარი მწვადისგან.
თუ ვერ გადიხართ ბუნებაში, მაგრამ ძალიან გინდათ იქ შემწვარი მწვადის , მოამზადეთ ის სახლში ამ რეცეპტით…
ამისთვის დაგჭირდებათ 3 ლიტრიანი შუშის ქილა და დამარინადებული ხორცი.
საჭირო ინგრედიენტები:
– ღორის ხორცი (ანტრეკოტი)
– 250 გრ. ბეკონი
– 2-3 თავი ხახვი
– 1/2 ლიმონის წვენი
– 100 მლ. წყალი
– მარილი
– შავი პილპილი
– ქინძის თესლი
– მწვადის საკმაზი
მომზადების წესი:
1. კარგად გარეცხეთ ხორცი და დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად.
2. დაამატეთ მარილი, პილპილი, საკმაზი და ლიმონის წვენი.
3. მოაყარეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, დაასხით წყალი და დატოვეთ 30 წუთით.
4. დაჭერით ბეკონი თხელ ფენებად.
5. მწვადის ჩხირებზე ააცვით ერთმანეთის მონაცვლეობით ხორცი, ლორი და ხახვი.
6. დარჩენილი ხახვი ჩადეთ ქილაში და 4-5 შამპური.
7. დააფარეთ ქილას ფოლგა.
8. მნიშვნელოვანია, რომ ქილა შიგნიდან იყოს სრულიად მშრალი.
9. შედეთ ქილა ცივ ღუმელში, რათა არ გასკდეს და 180-200 გრადუსზე ჩართეთ. დატოვეთ 60-80 წუთით და გამორთვის შემდეგ 5 წუთით დატოვეთ.
10. ღუმელი ნელ-ნელა გამოაღეთ, რომ ტემპერატურის უეცარ ცვლილებაზე ქილა არ გასკდეს.
თქვენი უგემრიელესი და წვნიანი მწვადიც მზადაა!
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
გემრიელად მიირთვით!