ხალხური საშუალებები სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად და მათ გასაწმენდად!

ხალხური საშუალებები სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად და მათ გასაწმენდად!

მთელი ორგანიზმის მდგომარეობა სისხლძარღვების ელასტიურობაზეა დამოკიდებული. უამრავი მძიმე დაავადება სწორედ სისხლძარღვების დაავადებით იწყება – სისხლძარღვებში ქოლესტერინის მოგროოვება და მათი კალციფიკაცია, ჰიპერტენზიის გამო სისხლძარღვების დაზიანება, კაპილარილი ქსელის ასაკობრივი გაშრობა. (თვლიან, რომ სწორედ ეს ხდება ორგანიზმის დაბერების მიზეზი)

სისხლძარღვების მუშაობას აფერხებს ჭარბი წონა და უმოძრაო ცხოვრების წესი. სისხლძარღვების ელასტიურობის დაკარგვის ნიშნებია: ყურებში ხმაური, ხელების და ფეხების გაყინვა, ხშირი თავბრუსხვევა და თავის ტკივილი და რეაგირება ამინდის ცვლილებაზე.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ ხალხურ საშუალებებს, რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვების ელასტიურობის აღდგენას, მის გამაგრებას და გაწმენდას.

1. სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს მოამზადეთ კუნელის ყვავილის ნაყენი. 

ხალხური საშუალებები სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად და მათ გასაწმენდად!

1 ს.კ. კუნელის ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დადგით თავდახურული ჭურჭლით 2 საათით. უნდა მიიღოთ 1/4 ჭიქა გადაწურული ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

2. სისხლძარღვების გასაფართოვებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ კუნელის ნაყოფი.

ხალხური საშუალებები სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად და მათ გასაწმენდად!

1 ს.კ. დაქუცმაცებულ კუნელის ნაყოფს დაასხით 250 მლ. არაყი და დადეთ თავდახურული ჭურჭლით 10-12 დღის განმავლობაში. გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯერ ჭამამდე 1-15 წუთით ადრე. 15 მლ. ცხელ წყალში უნდა გახსნათ 20 წვეთი კუნელის ნაყენი.

3. სისხლის ნორმალური ცირკულაციისთვის კაპილარებსა და სისხლძარღვებში.

ხალხური საშუალებები სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად და მათ გასაწმენდად!

მოათავსეთ ჭურჭელში 2 ს.კ. ფიჭვის წიწვი, 2 ს.კ. ხახვის ნაფრცქვენი, 2 ს.კ. გარეცხილი შვრიის მარცვალი და დაასხით 0,5 ლ. ასკილის ნახარში. დააყენეთ 1 ღამით და შემდეგ გაწურეთ. უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში 0,5 და 1,5 ლიტრამდე დღის განმავლობაში, 4 თვის მანძილზე. (ასკილის ნახარშის მომზადება: 2 ს.კ. ასკილს დაასხით 0,5 ლ. წყალი და ადუღეთ 10 წუთით)

4. სისხლძარღვების აღსადგენად, გასაწმენდად და გასამაგრებლად.

ხალხური საშუალებები სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად და მათ გასაწმენდად!

შუშის ჭურჭელში მოათავსეთ 100 გრ. ცოცხალი სალბის ბალახი.  დაასხით 800 მლ. არაყი, 400 მლ. წყალი და დადგით 40 დღის მანძილზე თავდახურული ჭურჭლით სინათლეში. 40 დღის შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ შუშის ჭურჭელში. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, დილით უზმოზე – 1 ს.კ. გახსენით 1 ს.კ. წყალში. კურსი გრძელდება ნაყენის ამოწურვამდე და მისი ჩატარება რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ.

5. ხერხემლის მკვებავი სისხლძარღვების გაწმენდა.

ხალხური საშუალებები სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად და მათ გასაწმენდად!

1 ვარიანტი: 1 ს.კ. დანაკუწებული ბურდოკის ფესვს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 10 წუთით და დააყენეთ 1 საათით. (გადაწურეთ) უნდა მიიღოთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამდე 30 წუთით ადრე.

2 ვარიანტი: ლიტრიანი ბოთლის 2/3 გაავსეთ გამხმარი ბურდოკის ფესვით ან ან მზესუმზირის ფესვით და გაავსეთ ბოთლი ბოლომდე წყლით. დადგით 3 კვირით. უნდა მიიღოთ 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში.

3 ვარიანტი: შეგიძლიათ ბურდოკის ფესვის წვენი ც მიიღოთ: 1 ს.კ. გახსენით 0,5 ლ. წყალში.

 

6. სისხლძარღვების გაწმენდა და ელასტიურობის აღდგენა. ინლსულტის, ინფარქტის, სტენოკარდიის და თავის ტკივილის თავიდან აცილება.

ხალხური საშუალებები სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად და მათ გასაწმენდად!

200 გრ. დანაკუწებულ ნიორს დაასხით 400 გრ. არაყი, მყარად დააფარეთ თავსახური და დადგით მაცივარში 10 დღით. 10 დღის შემდეგ გადაწურეთ მარლით და ამჯერად დადგით 2 კვირით ბნელ და თბილ ადგილზე.

მიღების წესი:

1/3 ჭიქა რძეში ან წყალში გახსენით წვეთობით და მიიღეთ ჭამამადე 30 წუთით ადრე. მიღების სქემა კი ასეთია: პირველი 10 დღე – 5 წვეთი 3-ჯერ დღეში, ხოლო შემდეგ 25-30 წვეთი დღეში. კურსს აგრძელებთ ნაყენის ამოწურვამდე.

7.  თუ უკვე დაგეწყოთ ათეროსკლეროზი, ქოლესტერინისგან გასანთავისუფლებლად რეკომენდირებულია არყის ხის კვირტების ნაყენის მიღება.

ხალხური საშუალებები სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად და მათ გასაწმენდად!

15 გრ. არყის ხის კვირტებს დაასხით 0,5 ლ. არაყი და დადგით 14 დღით ბნელ ადგილზე. ამის შემდეგ გადაწურეთ მარლის საშუალებით. უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, 15 მლ. წყალში გახსნილი 20 წვეთი.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ხალხური საშუალებები სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად და მათ გასაწმენდად!
საკვები სოდა კულინარიაში: ორიგინალური ხრიკები