ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

ყვავილები ბუნების მიერ ნაჩუქარი კიდევ ერთი სასწაულია, რომელიც ამშვენებს დედამიწას. ყვავილების სილამაზე ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს და ამიტომაც აქვს უმეტესობას ოთახის მცენარეები. ბაღის მცენარეებისგან განსხვავებით, ოთახის მცენარეებს არ შეუძლიათ საკმარისი საკვები ნივთიერებების მიღება.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ ნატურალური სასუქების ჩამონათვალს, რომელიც საკმაოდ მარტივი მოსაპოვებელი და გამოსაყენებელია. მათი წყალობით თქვენი ყვავილები კიდევ დიდხანს გაგახარებენ.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

თუ თქვენმა ყვავილებმა შეანელეს ზრდის პროცესი, ჩამოუშვეს ფოთლები, შეწყვიტეს ყვავილობა და აქვთ სუსტი მოგღზო ღეროები, ე.ი. სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ სასუქის მოხმარება. ზოგადად სასურველია, რომ ამ დონემდე ყვავილი საერთოდ არ მიიყვანოთ.

 

სასუქი ოთახის მცენარეებისთვის

1. ყავის ნალექი ან ჩაის ფერი

ყავის ან ჩაის დალევის შემდეგ, არ გადაყაროთ ნალექი და არც ჩაის ფერი. ორივე მათგანი ხელს უწყობს მიწის გაფხვიერებას, გაიზრდება მიწი მჟავიანობა და და მასში მეტი ჟანგბადი იქნება.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

2. შაქარი

მორწყვამდე მიწას თანაბრად მოაყარეთ 1 ჩ.კ. შაქარი ან გახსენით 2 ჩ.კ. შაქარი 1 ჭიქა წყალში. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქარი თქვენი მცენარის გამოსაკვებად.  ყველაზე მეტად შაქარი უყვართ ფიკუსებს. მისი ხშირი გამოყენება არაა რეკომენდირებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ლპობა, ბაქტერიების გამრავლება და ობის გაჩენა.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

3. ხახვის ფურცელი

ხახვი გარდა კულინარიისა, არაჩვეულებრივია მცენარეებისთვის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ხახვის ნაფრცქვენია სასარგებლო მცენარეებისთვის. 1 ლიტრა მშრალ ნაფრცქვენს დაასხით 2 ლიტრა ადუღებული წყალი და დატოვეთ 2 დღით. ხახვის ნაფრცქვენის ნაყენი ხელს უწყობს მცენარის დაცვას მავნებელი მწერებისგან.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

4. საფუარი

საფუარისგან მზადდება მცენარის ზრდის დამაჩქარებელი საშუალება. საფუარი შეიცავს ბევრ В ჯგუფის ვიტამინს, მიკროელემენტებს და მკვებავ ნივთიერებებს.  5 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 1 პაკეტი საფუარი. სითხის გამოყენება უნდა მოხდეს მის გაცივებამდე. ასეთი ტიპის სასუქი მოსწონს გერანს და პეტუნიას, თუმცა ყველა მცენარსთვის სასარგებლოა.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

5. კვერცხის ნაჭუჭი

კვერცხის ნაჭუჭი არ გადაყაროთ, რადგან ის საკმაოდ ფასეულია სასუქის სახით. თუ იყენებთ მინერალურ სასუქებს, რომელიც ზრდიას ნიადაგში მჟავიანობას, კვერცხის ნაჭუჭი მას გაანეიტრალებს. კარგად გარეცხეთ უმი კვერცხის ნაჭუჭი, დაფშვენით და მცირე რაოდენობით მოაპნიეთ მიწაზე.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

6. ბანანის ქერქი

ბანანის ქექში ძალიან ბევრი კალიუმი, კალციუმი და ფოსფორია. თითოეული მათგანი ძალიან სასარგებლოა ნიადაგისთვის და რაღა თქმა უნდა მცენარისთვის. ბანანის ქერქი ხელს უწყობს მცენარის ზრდას, გამოკვებას და ყვავილობას.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

გააშრეთ ბანანის ქერქი შეგიძლიათ გაასღოთ, შეწვათ, დაჭრათ, გამოაცხოთ და დაასველოთ წყლით. ეს არის ყველაზე ეკოლოგიური სასუქი. ის განსაკუთრებით უყვარს ვარდს.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

7. ნაცარი

ნაცარი შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, გოგირდს და თუთიას. საუბარია მხოლოდ მცენარეული ნარჩენების შედეგად მიღებულ ნაცარზე. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ წიწვოვანი ხეების ნაცარი ნაკლებ ეფექტურია. ნაცარი ანოყიერებს და ჟანგავს ნიადაგს. ის ქმნის ხელსაყრელ პირობას ნიადაგისთვის სასარგებლო მიკროორგანიზმებისთვის. 1 ვედრო წყალში გახსენით 100-150 გრ. ნაცარი და დადგით 2-3 დღე. გამოყენებისას აუცილებლად უნდა მოურიოთ.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

8. ფორთოხლის კანის ნაყენი

დაანაკუწებული ციტრუსის კანით გაავსეთ 1 ლიტრიანი ქილის 1/3 და გაავსეთ ადუღებული წყლით. დადგით რამოდენიმე საათით, შემდეგ გადაწურეთ და მორწყეთ ყვავილები. ფოთოხლის ხსნარის შესხურებით თქვენ მოახდენთ ობობისებური ტკიპის პრიფილაქიკასაც.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

9. აკვარიუმის წყალი

აკვარიუმის წყალი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ზრდას. მისი გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, მაშინ როცა მცენაარე აქტიური ზრდის პროცესშია.

ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.

ამ სასუქების დახმარებით თქვენი მცენარეები კიდევ დიდიხანს გაგახარებენ თავისი სილამაზით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

წარმატებას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ნატურალური სასუქები თქვენი ოთახის მცენარეებისთვის.
თმები, სახსრები, კანი: წაბლის სასარგებლო თვისებები