ნაღების კარაქის ნიღაბი დაუბრუნებს თქვენს კანს ახალგაზრდულ იერს და ელასტიურობას. თუ სახის კანის არასაკმარისი კვების გამო გაგიჩნდათ ნაოჭები და კანის სიმშრალე, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ ამ ნიღბის გამოყენება.
ნაღების კარაქი სახის კანისთვის
სემოლინასა და ნაღების კარაქის ნარევი ნამდვილ სასწაულებს ახდენს. სემოლინა იგივე მანის ბურღული, შეიცავს კრახმალს, ბოჭკოვანას და მცენარეულ ცილას, რომელიც ფასდაუდებელია კანის კვებისთვის. ამ ნიღბით პირველივე პროცედურის შემდეგ ნახავთ გასაოცარ შედეს, მაგრამ უმჯობესია ჩაიტაროთ სრული 7 დღიანი კურსი.
როგორ მოვამზადოთ ნიღაბი?
დაგჭირდებათ:
– 1 ჩ.კ. ნაღების კარაქი
– 1/2 ჩ.კ. სემოლინა (მანის ბურღული)
მომზადების და გამოყენების წესი:
1. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ ხარისხიანი, 80%-იანი ნაღების კარაქი. გაადნეთ ნაღების კარაქი და კარგად გადაურიეთ სემოლინას.
2. წაისვით ნიღაბი გასუფთავებულ და მშრალ სახის კანზე. დაოტოვეთ 15 წუთით. პროცედურა გაიკეთეთ შეძლებისდაგვარად სწრაფად, რომ მანის ბურღულმა ვერ მოასწროს ცხიმის შეწოვა და გაფუება.
3. ნიღაბი ჯერ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ხოლო შემდეგ შეისხურეთ ცივი წყალი.
ამ ნიღნის შემდეგ კანი ხდება გლუვი, რბილი და არანაირი კრემის წასმა აღარაა საჭირო.
ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ნაღების კარაქი შეიცავს რეტინოლს, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. ის ხელს უწყობს კანის ტონუსის ამაღლებას და კანის ფერის გაუმჯობესებას. ეს პორდუქტი ასევე შეიცავს რიბოფლავინს, რომელიც ხელს უწყიბს კანის უჯრედების ჯანგბადით მომარაგებას და მათ განახლებას.
ნაღების კარაქის შემადგენლობაშია ფოლიუმის მჟავაც. ის ხელს უწყიბს კანის დარბილებას. ხოლო კალციუმი უზრინველყოფს პატარ-პატარა დეფექტების მოშორებას. სახლის პირობებში სახისთვის ნაღების კარაქის გამოყენება თამამად შეგვიძლია შევადაროთ ძვირადღირებულ პროცედურებს.
თვალის გარშემო ზონისთვის ნაღების კარაქი ნამდვილი საგანძურია. ძილის წინ წაისვით თხელი ფენა თვალის გარშემო და რამოდენიმე პროცედურის შემდეგ თავადვე დარწმუნდებით მის ეფექტურობაში. თქვენ სულ მალე უარს იტყვით სხვა კოსმეტიკურ საშუალებებზე.
ნაღების კარაქი ასევე ეფექტურია ქუსლებზე გაჩენილი ნახეთქების მოსაშორებლად. ძილის წინ წაისვით თხელი ფენა და ჩაიცვით წინდები. რამოდენიმე პროცედურის შემდეგ თქვენ დაივიწყებთ ქუსლების სიმშრალებს და მასზე გაჩენილ ნახეთქებს.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.