რუკოლას სასარგებლო თვისებები

რუკოლას სასარგებლო თვისებები

რუკოლა მთელი მსოფლიოს მაშტაბით პოპულარულია. ამ მწვანე ბალახს აქვს ეგზოტიკური არომატი, რომელსაც შეუძლია ყველაზე ჩვეულებრივ კერძსაც კი მიანიჭოს არაჩვეულებრივი გემო. ის გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლო პროდუქტია და სწორედ ეს განაპირობებს მის ასეთ პოპულარობას.

რუკოლა შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინს, ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ C-ს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, სელენს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ტყუილად არ უწოდებენ მას ბუნებრივ ენერგეტიკს და იმუნომოდულატორს.

რუკოლას სასარგებლო თვისებები

რა სასარგებლო თვისებები აქვს რუკოლას?

აქვს მატონიზირებელი ეფექტი ორგანიზმისთვის

რუკოლას სალათი არაფრით ჩამოუვარდება ერთ ფინჯან ძლიერ ყავას. ეს პროდუქტი სწრაფად ახერხებს ადამიანის ორგანიზმის ტონუსში მოყვანას და ზრდის მის შრომისუნარიანობას.

ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებას

ონკოლოგიის პროფილაქტიკა მისი ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისებაა. ის ბევრად მეტ ანტისიმსივნურ ნივთიერებებს შეიცავს ვიდრე ბროკოლი.

რუკოლას სასარგებლო თვისებები

აძლიერებს იმუნიტეტს

ვიტამინების დიდი მოცულობით შემცველობის გამო ის აძლიერებს იმუნიტეტს, გიცავთ ვირუსებისგან და ინფექციებისგან.

დაგეხმარებათ ჭარბი წონის მოცილებაში

ეს პროდუქტი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინის გამოდევნას, აწესრიგებს ორგანიზმში წყლის და მარილის ბალანსს. ის ასევე არის ძალიან დაბალ კალორიული პროდუქტი – 100 გრ. 25 კკალ. რუკოლას რეგულარული მოხმარება სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

რუკოლას სასარგებლო თვისებები

სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისიტემისთვის

მცენარის ახალგაზრდა ყლორტები შეიცავს ფლავონოიდებს, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. მისი მიღება ძალიან სასარგებლოა სისხლის ნაკლებობის დროს, რადგან ის ზრდის ჰემოგლობინს და გამოდევნის მავნე ქოლესტერინს.

ამაგრებს ნერვულ სისტემას

B ჯგუფის ვიტამინების მაღალი შემცველობის გამო ის დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ის უბრალოდ აღმოჩენაა ქოლერიკებისთვის. ამ პროდუქტის რეგულარული მოხმარება საკმაოდ დადებით შედეგებს აჩვენებს დეპრესიის და სტრესის დროს.

რუკოლას სასარგებლო თვისებები

აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას

რუკოლა აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და საკვების მონელების პროცესს. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მცენარე ასევე ფექტურია გასტრიტთან და კუჭის წყლულთან ბრძოლაში. ის ებრძვის კუჭის კედლების დაზიანებას, ამცირებს არსებული წყლულების ზომას, ხელს უშლის დაავადების ახალი კერების განვითარებას.

სასარგებლოა ქალთა რეპროდუქციული სისტემისთვის

ფოლიუმის მჟავის შემადგენლობის გამო რუკოლა ძალიან სასარგებლოა ქალბატონებისთვის, ვიცნ გეგმავენ დაორსულებას. ეს მწავანილი ორსულობის დროს ვიტამინების და მინერალების შეუცვლელი წყაროა. ლაქტაციის პერიოდში კი ხელს უწყობს რძის გამომუშავებას.

რუკოლას სასარგებლო თვისებები

აუმჯობესებს კანის, ფრჩხილების და თმის მდგომარეობას

რუკოლა შესანიშნავია სილამაზის შესანარჩუნებლად. ცნობილია, რომ რუკოლას რეგულარული მოხმარება კანს ხდის უფრო ელასტრიურს, ფრილებს უფრო მაგარს, ხოლო თმებს უფრო მბზინავს. რაც შეეხება გარეგან მოხმარებას, ამ მცენარისგან ხშირად ამზადებენ გამაახალგაზრდავებელ სახის ნიღაბს და თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებას. რუკოლას ზეთს იყენებენ დერმატიტის სამკურნალოდ და პრობლემური კანის მოსავლელად. ასევე პიგმენტური ლაქების და ჭორფლების გასაღიავებლად.

რუკოლას სასარგებლო თვისებები

უკუჩვენება

რუკოლას მიღების დროს უნდა გამოიჩინოთ დიდი სიფრთხილე თუ გაქვთ შარდ-კენჭოვანი დაავადება. ასევე შეიძლება გქონდეთ ინდივიადუალური აუტანლობა.

თუ არცერთი ზემოთ ხსენებული მიზეზი თქვენ არ გეხებათ, მაშინ აუცილებლად უნდა შეიყვანოთ რუკოლა თქვენს კვების რაციონში.

რუკოლას სასარგებლო თვისებები

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია