დაბინძურებული ჰაერი, არასწორი კვება და კიდევ უამრავი ფაქტორი ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. ტოქსინების გარკვეული რაოდენობის გამოდევნა ისედაც ხდება ორგანიზმიდან, მაგრამ თუ მათი რაოდენობა დასაშვებზე მეტია, ამ დროს ხდება მათი დაგროვება ორგანიზმში.
საჭიროა დეტოქს-კურსის ცატარება, რათა ორგნიზმი გავანთავისუფლოთ მავნე ტოქსინებისგან. სააფთიაქო ქსელსიც საკმაოდ ბევრი საშუალებაა ამისთვის, მაგრამ რატომ უნდა მივმართოთ ქიმიურ საშუალებებს, როცა არის ლიმონი?
დღეს გაგაცნობთ ლიმონის გამოყენების რამოდენიმე მეთოდს ტოქსინების გამოსადევნად.
როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი ლიმონის საშუალებით
1. დილით, საუზმეზე მიღებული საკვები განსაზღვრავს დღის განმავლობაში ნივთიერებათა ცვლის პროცესს. დილა დაიწყეთ სმუზით, რომელსაც დაუმატებთ ცოტაოდენ ლიმონის წვენს. ასე ხელს შეუწყობთ ორგანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებას და ტოქსინების გამოდევნას.
2. ლიმონის წვენი დამატება კერძებშიც შეგიძლიათ. ის თითქმის ნებისმიერ კერძს უხდება და ანიჭებს საუცხოო გემოს.
3. ლიმონის წვენით ტონიკის დამზადებაც შეგიძლიათ: აურიეთ ერთმანეთში 1 ცალი ლიმონის წვენი, ნახევარი ჩ.კ. თაფლი, 1 ს.კ. ვაშლის ძმარი, ცოტა ცივი წყალი და მწიკვი პილპილი. ეს სასმელი უნდა მიიღოთ დილაობით, გაღვიძებისთანავე.
4. სალათებისთვის გამოიყენეთ ლიმონის წვენის, ზეითუნის ზეთის და თაფლის ნაზავი.
5. დაამზადეთ პასტა ლიმონის წვენისგან და კურკუმასგან. უნდა მიიღოთ დილით უზმოზე 1 ჩ.კ.
6. საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და დეტოქსიკაციისთვის უნდა დალიოთ 1 ჭიქა თბილი ლიმონიანი წყალი.
7. ლიმონისა და კოჭას ნაზავი განსაკუთრებით ეფექტურია დეტოქსიკაციისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ ინგრედიენტებით დამზადებული სასმელი, რადგან ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას.
8. დალიეთ მწვანე ჩაი ლიმონთან ერთად. ეს სასმელი გარდა ტოქსინების გამოდევნისა, გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს.
ლიმონი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ტოქსინების გამოსადევნად. ის შეიცავს დიდი რაოდენობით С ვიტამინს, მინერალებს და უჯრედისს. გარდა ტოქსინების გამოდევნისა, ეს ციტრუსი იმუნიტეტის გაძლიერებასაც უზრუნველყოფს.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.