დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ძველ საბჭოურ ხრიკს, რომლის წყალობითაც თქვენი ტაფა აღარასდროს არაფერს არ მიიწვავს.
როგორც იცით, სწორი მოვლის შემთხვევაში თუჯის ტაფა ათწლეულების მანძილზე მოგემსახურებათ. გარკვეულ პერიოდში ერთხელ ან თუ ტაფა დიდხანს გქონდათ შენახული, საჭიროა მისი კალცინირება და დღეს სწორედ ამ პროცედურაზე გესაუბრებით. მთავარია ზუსტად მიყვეთ ინსტრუქციას და სულ რაღაც ნახევარ საათში თქვენი ტაფა მზად იქნება მოხმარებისთვის.
ყველასთვის ცნობილ და პოპულარულ ტეფლონის ტაფებსა და თუჯის ტაფებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. როგორც იცით, როცა მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირის მქონე ტაფა იკაწრება, ის უკვე გამოსაყენებლად გამოუსადეგარია, რადგან იწყებს საკვების მიკრობას. ამ პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია და გვიწევს მისი გადაგდება.
რადგან თუჯის ტაფას არ აქვს არანაირი საფარველი, ამიტომ მისი მოხმარებაც ბევრად დიდი ხნით შეგვიძლია. უბრალოდ, გარკვეულ პერიოდში ერთხელ უნდა მოვახდინოთ მისი კალცინირება, რადგან მისი ფორები ივსება ზეთით და მისი გაწმენდაა საჭირო.
ტაფის კალცინირება
კარგად გარეცხეთ ტაფა, გააშრეთ და ამის შემდეგ დადგით ცეცხლზე. როცა ტაფა გაცხელდება, დააყარეთ სქელი ფენა მსხვილი მარილი და დატოვეთ ცეცხლზე 25-30 წუთი. მარილს ნელ-ნელა ურიეთ ხის კოვზით.
მარილი ძველი ცხიმის მოშორებას უზრუნველყოფს. როცა მორჩება პორცედურა, მარილი გადაყარეთ და ტაფას წაუსვი მარლის დახმარებით მზესუმზირის ზეთი. ამის შემდეგ კვლავ დადგით ცეცხლზე 3-5 წუთით. ამ პროცედურის შემდეგ გააგრილეთ და ხელსაწმენდით მოაშორეთ ტაფას ზედმეტი ფენა.
იმისთვის, რომ თუჯის ტაფა დაიცვათ დაჟანგვისგან, საჭიროა:
1. არ გარეცხოთ ის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
2. არ დატოვოთ მასში მომზადებული საჭმელი.
3. გარეცხეთ ტაფა საჭმლის მომზადებისთანავე და გამოწვით ნელ ცეცხლზე მზესუმზირის ზეთის დახმარებით.
თუჯის ტაფის პლიუსი ისაა, რომ ტაფა არ დეფორმირდება, სითბო თანაბრად ნაწილდება მასზე და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია პროდუქტების მოთუშვისას.
მისი მინუსი წონა და არასწორი მოვლის შემთხვევაში ჟანგის გაჩენის საშიშროებაა.
მთავარია სწორად მოუაროთ თუჯის ტაფას და ის ძალიან დიდხანს გემსახურებათ. ეცადეთ შეინახოთ მშრალ ადგილზე.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.