სალბისა და თაფლის მალამო – საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად მოგაშორებთ სილურჯეებს.

სალბისა და თაფლის მალამო - საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად მოგაშორებთ სილურჯეებს.

კანის ზედაპირული დაზიანების დროს, ზოგჯერ შეხორცების პროცესი ნელა მიმდინარეობა. ამ ყველაფერს თან ახლავს ხოლმე დალურჯებები. ჩვენ გასწავლით შინაურული მალამოს დამზადებას, რომელიც დააჩქარებს შეხორცების პროცესს და სილურჯეებიც სულ მალე უკვალოდ გაქრება.

საუბარია სალბისა და თაფლის მალამოზე, რომელსაც აქვს ანტისეპრიკური და ანტიმირკობული თვისებების. ის აჩქაებს შეხორცების პორცესს და ხელს უწყობს ქსოვილების სწრაფად აღდგენას.

სალბი

სალბი სამკურნალო მცენარეა, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიებისა და პათოგენური მიკრორგანიზმების ზრდას. სალბი ძალიან ეფეტურია ნაჩხაპნების და მცირე ჭრილობების დროს, რადგან აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციის პროცესს.

 

თაფლი

თაფლის სამკურნალო თვისებებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. როგორც იცით მას აქვს ანტისეტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. სწორედ ამიტომ, თაფლიც ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებისა და ნაჩხაპნების დროს. ის ძალიან კარგად უმკლავდება ინფექციებს.

თაფლი ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას, გაჯანსაღებას და კანის დატენიანებას.

 

სალბისა და თაფლის მალამო

ამ საშუალების მოსამზადებლად გამოიყენება ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი ინგრედიენტები.

 

დაგჭირდებათ:

– 2 ს.კ. სალბის მშრალი ფხვნილი

– 4 ს.კ. ნატურალური თაფლი

 

მომზადების წესი:

სტერილურ შუშის ქილაში მოათავსეთ ინგერიენტები და კარგად გადაურიეთ ხის კოვზით. ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დადგით ბენ ადგილზე 24 საათით. მიღებული მასა შეინახეთ მაცივარში.

 

გამოყენების წესი:

1. პირველ რიგში კარგად გაისუფთავეთ ჭრილობა და შემდეგ უკვე წაისვით მალამო.

2. დაზიანებულ ადგილზე კარგად შეიზილეთ და დაიტოვეთ 20-30 წუთით.

3. პროცედური შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ამ პროცედური ჩატარება შეგიძლიათ დღეში 2-3 ჯერ, კანის სრულ აღგენამდე.

გაითვალისწინეთ! ღია და ღრმა ჭრილობაზე ამ მალამოს გამოყენება არაა რეკომენდირებული.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
სალბისა და თაფლის მალამო – საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად მოგაშორებთ სილურჯეებს.
ჩაის საზიანო თვისებები