ქიშმიში ასევე შეიცავს ბორს, რომელიც ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვისაა აუცილებელი.
მუქი ფერის ქიშმიში ღია ფერის ქიშმიშზე ბევრად სასარგებლოა.
დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე სამკურნალო რეცეპტს.
1. ბრონქიტი, პნევმონია და ჰიპერტონია
100 გრ. ქიშმიში კარგად გარეცხეთ და დააქუცმაცეთ. მიღებულ მასას დაასხით 1 ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე დადგით 10 წუთი. მიღებული ნახარში გადაწურეთ მარლით და მიიღეთ დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ.
ქიშმიშის ნახარში ასევე სასარგებლოა თირკმელების სწორი ფუნქციონირებისთვის, სისხლის მიმოქცევისთვის, ნივთიერებათა ცვლის და გულის კუნთის მუშაობისთვის. ეს ყველაფერი ქიშმიშში არსებული დიდი რაოდენობით კალიუმის დამსახურებაა.
ქიშმიშის ნახარში ასევე ნერვული სისტემის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, რადგან მის შემადგენლობაშია ნიკოტინი.
ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით შეიცავს სასარგებლო ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, საკვებ ბოჭკოებს, ცილებს, ვიტამინებსა და მინერალურ მჟავებს.
ეს პროდუქტი კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. ძირითადად სახის ნიღბებში აღმდგენ კომპონენტად.
ქიშმიშში არსებული ორგანული მჟავები ღრძილებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მისი ნახარში ასევე კარგია ანემიის და კუჭის აშლილობის დროს. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ფეხმძიმეებისთვის, რადგან კარგად აღადგენს სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს ორგანიზმში.
2. შარდმდენი საშუალება ქიშმიშით
რეცეპტი 1: მოათავსეთ ჭურჭელში 15 გრ. ქიშმიში, 1 წილი ძირტკბილას ფესვი, 4 წილი დათვის კენკრის ფოთოლი და ღვიის ნაყოფი. ყველა ინგრედიენტი კარგად დააქუცმაცეთ და გადაურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნაზავის 1 ს.კ.–ს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ გაგრილებამდე. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3–4 ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე 1 ს.კ.
რეცეპტი 2: მოათავსეთ ჭურჭელსი 15 გრ. ქიშმიში, 1 წილი ძირტკბილას ფესვი, 1 წილი ღიღილოს ყვავილი და 3 წილი დათვის კენკრა. ყველა ინგრედიენტი კარგად დააქუცმაცეთ და გადაურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნაზავის 1 ს.კ.–ს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ გაგრილებამდე. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3–4 ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე 1 ს.კ.
გაითვალისწინეთ! შარდმდენი საშუალება მიიღეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა უფრო ბევრი გაეცნოს ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!