სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს

სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს

ჩვენმა უმეტესობამ იცის თუ რა არის ავიტამინოზი.  თუმცა ყველამ არ იცის სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტზე რომელი აშკარა სიმპტომები მიუთითებს. დღეს ჩვენს სტატიაში სწორედ ამ თემაზე გვინდა გესაუბროთ და გაგაცნოთ ძალიან მარტივი ტესტი, რომლის წყალობით გაიგებთ რომელი ნივთიერების შევსებას საჭიროებს თქვენი ორგანიზმი.
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები რაღა თქმა უნდა შესაძლოა გამოწვეული იყოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით. თუ თქვენი კვების რაციონი არ არის ბალანსირებული, გირჩევთ ყურადღება მიაქცოთ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს.

ქერტლი

სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს
თუ თქვენ შეამჩნიეთ თავის კანზე პატარა თეთრი ნაწილაკების გაჩენა, რაღა თქმა უნდა პირელ რიგში იფიქრებთ რომ ეს ქერტლის პრობლემაა. თუმცა მიზეზი შესაძლოა იყოს სასარგებლო ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა თქვენს რაციონში. მათ გარეშე კანი შრეაბა. დაიმახსოვრეთ, რომ აუცილებელია მიირთვათ ცხიმიანი თევზი კვირაში ერთხელ მაინც, რადგან ის შეიცავს ომეგა 3-ს. ხოლო ბერძნული კაკალი და სელის თესლი არის ალფა-ლინოლენის მჟავის წყარო, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

მტვრევადი თმა

სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს
თქვენ ალბათ არაერთხელ გსმენიათ, რომ B ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ძლიერი თმებისთვის. ეს სიმართლეა, მაგრამ ფოლიუმის მჟავის დაბალი დონე ასევე იწვევს თმების გამოფიტვას.

ფოლიუმის მჟავა არის მარცვლეულში. ერთი ჭიქა თეთრი ბრინჯი ამ ნივთიერების დღიური ნორმის შესანიშნავი წყაროა. თუ თქვენ გახდომა გსურთ, მაშინ უნდა შეზღუდოთ ნახშირწყლების მიღება, ბრინჯის ჩანაცვლება შეგიძლიათ 1 ჭიქა უმი ისპანახით. 1 ჭიქა ორთქლზე მომზადებული ასპარაგუსი შეიცავს ფოლიუმის მჟავის დღიური ნორმის 60%-ს.

ჭაღარა

სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს
სპილენძი თამაშობს ძალიან დიდი როლს მელანინის გამომუშავებაში, ის აძლევს თმას შეფერილობას. თუ თქვენ შენიშნეთ, რომ თმები მოულოდნელად და ადრეულად გაგიჭაღარავდათ მაშინ აუცილებლად შეამოწმეთ სპილენძის დონე თქვენს ორგანიზმში. შეცვალეთ თქვენი რაციონი. ამ მიკროელემენტის საუკეთესო წყარო არის სოკო, დაკონსერვებული მოლუსკები და ხამანცკები.

ნახეთქები და წყლულები პირის ღრუში

სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს
პირის ღრუში წყლულებისა და ნახეთქების გაჩენის მიზეზი  შესაძლოა იყოს B12 ვიტამინის ნაკლებობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია რაციონში დაამატოთ წითელი ხორცი, კვერცხი და შინაური ფრინველი. თუ თქვენ არ მიირთმევთ ცხოველური წარმოშობის საკვებს, მაშინ გამოიყენეთ საკვებში დიდი რაოდენობით მარცვლეული და მიირთვით ნუშის რძე.

სიმაგრეების გაჩენა კანზე

სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს
კანის ეს მდგომარეობა შესაძლოა იყოს ფოლიკულარული კერატოზი. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს თუთიის და A ვიტამინის ნაკლებობით. ორივე ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თუთიის მარაგის შევსება შეგიძლიათ ფრინველის ხორცით, ჰუმუსით და გოგრის თესლით. ხოლო A ვიტამინის შესანიშნავი წყაროა ნესვი და ბატატი.

თეთრი ლაქები ფრჩხილებზე

სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს
კუჭის მჟავის რაოდენობაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კარგად აითვისებს საკვებიდან ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებს და ვიტამინებს. თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან და შეარჩევინოთ გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც შეამცირებს კუჭის მჟავიანობას. კარგია ასევე საკვების მიღებამდე დალიოთ 1 ჭიქა ვაშლის ძმრიანი წყალი.

დაღლილობა

სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს
თუ თქვენ საკმარისი დასვენების მიუხედავად მაინც მუდამ დაღლილი ხართ, დიდი ალბათონით ეს D ვიტამინის ნაკლებობის ნიშანია. შეიყვანეთ თქვენს რაციონში რძის პროდუქტები (რძე, იოგურტი), ნუშის ან სოიოს რძე, სოკო და სარდინი. ასევე კარგია მზეზე სეირნობა.

სილურჯეები ფეხებზე

სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს
თუ თქვენ ადვილად გიჩნდებათ ფეხებზე დალურჯებები, დაფიქრდით თქვენს ორგანიზმში C  ვიტამინის დონის რაოდენობაზე. ის ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც მონაწილეობს სისხლძარღვების შექმნაში. სტრესიც ასევე ძალიან ცუდად მოქმედებს C ვიტამინის რაოდენობაზე. გარდა ცუტრუსებისა, მისი მიღება შეგიძლიათ მანგოს, მარწყვის და ბროკოლის სახით.

ფეხის კრუნჩხვა

სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს
ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს მაგნიუმის ან კალციუმის ნაკლებობა. ეს ელემენტები აუცილებელია კუნთებისთვის. გირჩევთ რაციონში შეიყვანოთ ბანანი, ავოკადო და გოგრის თესლი მაგნიუმის შესავსებად, ხოლო კალციუმისთვის რეგულარულად მიიღეთ რძის პროდუქტები.

გაზები

სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს
ამის მიზეზი შესაძლოა იყოს უჯრედისის ნაკლებობა. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეცადეთ რაციონში შეიყვანოთ მაგნიუმით და უჯრედისით მდიდადრი პროდუქტები.

იმედი მაქვს, რომ ეს სტატია დაგეხმარებათ ორგანიზმში რომელიმე ნივთიერების ნაკლებობის გამოვლენაში და გიბიძგებთ, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს ჯანმრთელობას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
სწრაფი ტესტი ვიტამინებზე: გაიგეთ, რა არ ჰყოფნის თქვენს ორგანიზმს
გააქტიურებული ნახშირის სასარგებლო და გასაოცარი თვისებები