ფეხების ტკივილს მაგნიუმის ზეთი გაუმკლავდება… მოამზადეთ ის საკუთარი ხელით!

магниевое масло

магниевое масло

ფეხების ტკივილი სახსრებსა და კუნთებში, სისუსტე, თმებისა და ფრჩხილებს მდგომარეობის გაუარესება მიუთიტებს იმაზე, რომ თქვენ მაგნიუმის ნაკლებობა გაქვთ. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია მიიღოთ ამ მიკროელემენტით მდიდარი საკვები ან პრეპარატების საშუალებით შეივსოთ დეფიციტი.
გსმენიათ რაიმე მაგნიუმის გარეგანი გამოყენების საშუალებით მისი დეფიციტის შევსებაზე?  უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მაგნიუმის ზეთი, რომელიც იყიდება აფთიაქებში. თუმცა მისი მომზადება თქვენც შეგიძლიათ სახლის პირობებში.

.

მაგნიუმის ზეთის მომზადება

დაგჭირდებათ:

– ნახევარი ჭიქა გაფილტრული წყალი
– ნახევარი ჭიქა მაგნიუმის ქლორიდი
– ემალირებული ქვაბი
– ბოთლი შესასხურებელი თავით

 

მომზადების წესი:

მდუღარე წყალში დაამატეთ მაგნიუმის ქლორიდი. გადმოდგით წყალი და ურიეთ იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება და შემდეგ გააგრილეთ. გადაიტანეთ გაგრილებული ზეთი ბოთლში.

ზეთის გამოყენებას გირჩევთ ძილის წინ. შეისხურეთ მცირეოდენი რაოდენობა ფეხის გულზე და ამოიცვით წინდა. შესაძლოა იგრძნოთ მცირეოდენი წიწკვნის შეგრძნება და გაცხელება. რაც უფრო მეტია მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში, მით უფრი ძლიერია შეგრძნებებიც.

ძილის წინ ზეთს გამოყენება ხელს შეუწყობს ძილის რეჟიმის აღდგენასაც და დილით ბევრად  ენერგიულად გაიღვიძებთ.

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომების დროს მიმართეთ ექიმს. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ მაგნიუმის ზეთი ნამდვილად არ გავნებთ მისი პორფილაქტიკის მიზნით გამოყენების დროსაც.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ფეხების ტკივილს მაგნიუმის ზეთი გაუმკლავდება… მოამზადეთ ის საკუთარი ხელით!
”ჯადოსნური წამალი” – ის შეგინარჩუნებთ სილამაზეს, ჯანმრთელობას და კარგ განწყობასაც კი.