დღეს ჩვენ გაგიზიარებთ 10 იაფფასიან სააფთიაქო საშუალებას, რომელსაც სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ.
1. ბეპანტენი
ალბათ ბევრს გსმენიათ ამ პრეპარატის შესახებ. ბეპანტენის ყველაზე აქტიური ნივთიერება პანტოტენური მჟავა – პროვიტამინ B5–ია. ეს ნივთიერება პასუხს აგებს კანის რეგენერაციაზე, ამიტომ თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ის კანის დამშვიდების, დაგლუვების და გასწორების სურვილის შემთხვევაში.
2. არნიკა
არნიკა სილურჯეებისა და ჰემატომების სწრაფად გაწოვას უწყობს ხელს. ეს მალამო ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის ნაკადის გაუმჯობესებას. მას აქვს კანის დამამშვიდებელი, რეგენერაციის და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი. ეს მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ მიმიკური ნაოჭების, კანის სიმშრალის და კანის ტონუსი დაკარგვის დროს.
3. ენტეროგელი
როგორ იცით ენტეროგელი ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. წვეულების შემდეგ თვალის დასიების შემთხვევაში წაისვით ენტეროგელი ქუთუთოებზე და დაწექით. გელი ამოიწოვს ჭარბ სითხეს და დილით თვალები ბევრად უკეთეს მდგომარეობაში გექნებათ. გაითვალსიწინეთ, რომ ენტეროგელი იწვევს კანის გაუწყლოებას, ამიტომ დილით პირის დაბანისთანავე წაისვით დამატენიანებელი სახის კრემი.
4. კაპსიკამი
ეს მალამო არ დაიჯერებთ და ცელულიტების დამალვაში დაგეხმარებათ. წაისვით ის პრობლემურ ზონაზე, გაიჩერეთ 15–20 წუთი და ჩამოიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით. შესაძლოა იგრძნოთ მცირეოდენი წვა და კანის სიწითლემაც იჩინოს თავი, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ ე.ი. მალამო მოქმედებს. ცელულიტები ვიზულაურად გაქრება 3–4 საათის განმავლობაში. ბევრად მკვეთრი ეფექტის მისაღებად იგივე ადგილები ყინულის კუბებითაც დაიზილეთ.
5. კრემი “ეფ99”
კრემი “ეფ99” თავდაპირველად გამოიყენებოდა დერმატიტისა და ეგზემის სამკურნალოდ, მაგრამ დროტა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ის ძალინ ეფექტურია მზის დამწვრობისას კანის აქერცვლის თავიდან ასაცილებლად. კრემის ძირიტადი შემადგელობაა F ვიტამინი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები.
ამ კრემის გამოყენება შეგიძლიათ ფერიმჭამელებისა და გამონაყარის დროს, რადგან ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დარეგულირებას. ასევე ეფექტურია კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის შესანარჩუნებლად, დახეთქილი, დაზიანებული და გამომშრალი ქუსლებისთვის.
6. ხსნარი წვეთოვანისთვის – ტიოგამა
ტიოგამა მოწამვლასთან საბრძოლველი ძალიან ეფექტური საშუალებაა. ის სუფთა ალფა–ლიპოური მჟავაა, რომელიც ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ტიოგამა ხელს უწყობს კანის უჯრედების აღდგენას, ნაოჭების, ფერიმჭამელებისა და გამონაყარის გაქრობას. შეგიძლიათ მზის დამწვრობის სემდეგაც გამოიყენოთ. უნდა წაისვათ სუფთა და მშრალ კანზე მცირეოდენი რაოდენობით, დამატენიანებელი კრემის წასმამდე. გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალება მხოლოდ ცხიმიანი კანისთვისაა განკუთვნილი, რადგან ზედა ფენის გამოშრობას იწვევს.
7. აპილაკი
ეს მალამო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდანაა ჩაშვებული წარმოებაში და დღემდე საკმაოდ პოპულარულია. ის დამზადებულია დედა ფუტკრის რძეზე, რომელიც ცნობილია თავისი სადეზინფექციო და მკვებავი თვისებებით. მისი გამოყენება შეგიძლიათ აკნეს, ფერიმჭამელების და ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დაქვეითების დროს.
8. კურიოზინ-გელი
ეს გელი აკნეს საწინაღმდეგოა, მაგრამ გარდა ამისა ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ანტიასაკობრივი საშუალება. გელი შეიცავს დიდი რაოდენობით ჰიალურონის მჟავას რაც ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას. კურიოზინის გელის დახმარებით თქვენ გაიუმჯობესებთ სახის კანის ფერს, შესძენთ მას სიგლუვეს და ახალგაზრდულ იერს.
9. ბლეფაროგელი
ბლეფაროგელი შეიცავს დიდი რაოდენობით ჰიალურონის მჟავას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქუთუთოების ნაზი კანისთვის და დაემშვიდობოთ “იხვის თათებს”.
10. რელიფი
ალბათ ბევრს გსმენიათ, თუნდაც ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან, რომ ბუასილის საწინააღმდეგო საშუალებები არაჩვეულებრივია ქუთუთოების დასატენიანებლად. რელიფის მალამოს დახმარებით თქვენ დაემშვიდობებით ქუთუთოების შეშუპებას და ნაოჭებს.
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენ მეგობრებს.