დღევანდელ დროს ბავშვის ვაქცინაციის თემა საკამათო აღარ უნდა იყოს. აცრების გაკეთება აუცილებელია, რათა დავიცვათ ბავშვები შემდგომ მთელი რიგი დაავადებების გართულებისგან. ჰქონდეთ იმუნიტეტი და არ გახდნენ ზედმეტად მგრძნობიარეები დაავადებების მიმართ.
ექიმი კომაროვსკი: ნუ ჩააგდებთ თქვენი შვილის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ! აუცილებელია ვაქცინის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები სხვადასხვა დაავადებებზე ძალიან მგრძნობიარეები არიან.
ექიმი მიიჩნევს ,რომ გონიერი მშობელისთვის ეს საკითხი აღარ უნდა იყოს განხილვის და ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი.
როგორ მოვამზადოთ ბავშვი აცრისთვის?
1. აცრამდე შეამოწმეთ აქვს თუ არა წესრიგში ბავშვს საჭმლის მომნელებელი სისტემა. მიეცით მხოლოდ დაბალ ცხიმიანი საკვები.
2. ვაქცინაციამდე სასურველია მიიღოს ბევრი სითხე წყლის სახით და ვაქცინაციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე არაფერი არ უნდა აჭამოთ.
3. ვაქცინაციამდე 3–4 დღით ადრე ეცადეთ არ გადაიტვირთოს, ასეირნეთ სუფთა ჰაერზე.
4. აუცილებლად შეამოწმეთ ბავშვის ალერგიულობა.
რა უნდა გავაკეთოთ ვაქცინაციის შემდეგ?
1. ვაქცინაციის შემდეგ დადებითად მოქმედებს ფეხით სიარული. ნელი ნაბიჯით სუფთა ჰაერზე.
2. ეცადეთ, რომ ბავშვმა მიიღოს მხოლოდ ჯანსაღი საკვები.
3. ასევე სასურველია ბევრი ისთხის მირება – წყალი, კომპოტი, ჩაი.
4. ინფექციების თავიდან აცილების მიზნით შეზღუდეთ ურთიერთობა რამოდენიმე დღე სხვა ადამიანებთან. მოარიდეთ ხალხმრავალ ადგილს.
5. ტემპერატური მომატებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ექიმი კომაროვსკი: ვაქცინაცია, ბავშვის სერიოზული დაავადებებისგან დაცვაა.
ვაქცინაციაზე უარის თქმა ტრენდული გახდა სამწუხაროდ, არადა ამით ისევ თქვენი შვილების ჯანმრთელობას აყენებთ საფრთხის ქვეშ!
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს დაახლობლებს.