5 ძლიერი მცენარე შარდმჟავას სწრაფად მოსაშორებლად!

დღეს ჩვენ გიამბობთ, თუ რა არის შარდმჟავა, რა იწვევს მას და რა რისკები ახლავს თან. მისი ჭარბი რაოდენობა ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე და განსაკუთრებით სახსრებზე. ასევე გაგაცნობთ ხალხურ მეთოდს, ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად.

შარდმჟავა ნაერთია, რომელიც ნივთიერებების, პურინების, დაშლის შედეგად წარმოიქმნება. პურინები ორგანიზმში ხვდება საკვების მონელების დროს.

ჩვეულებრივ, შარდმჟავა სისხლში იშლება და ორგანიზმიდან შარდთან ერთად ნატრიუმის მარილების სახით გამოდის. თუმცა ჭარბ შარდმჟავასთან გამკლავება ორგანიზმს უკვე უჭირს.

ჭარბი შარდმჟავა ურატის კრისტალების სახით ზოგიერთ სახსარში გროვდება და იწვევს ტკივილს.  ეს ართრიტის ტიპია და ძირითადად  სახსრების ანთებით ვლინდება. ეს ყოველივე იწვევს ურატის დონის ზრდას, რასაც ჰიპერურიკემია ეწოდება და შემდეგ წარმოიქმნება პოდაგრა.

რაც ყველაზე ცუდია, შარდმჟავის კრისტალები შეიძლება დაგროვდეს თირკმლებში და წარმოიქმნება კენჭები, თირკმლის კოლიკები.

შარდმჟავის მაღალი დონე ძირითადად გვხვდება ალკოჰოლური სასმელის ხშირი მოხმარებისას, ვინც ბევრ ხორც–პროდუქტს მიირთმევს, დიაბეტიკებში, ჭარბწონიანებში და ასევე ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შემდეგ.

თუ შარდმჟავის დონის შესამცირებლად ყველაზე ეფექტურია სამკურნალო მცენარეებია:

ღვია

ეს კენკრა ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. ძალიან კარგად შლის შარდმჟავას და ჰიპერურიკემიას ამცირებს. ეს მცენარე ყოველთვის ითვლებოდა ძლიერ დეტოქს საშუალებად, რომელიც გამოდევნის ისეთ ორგანულ ნარჩენებს როგორიცაა შარდოვანა და შარდმჟავა.
დალიეთ ყოველ დილით 5-10 წვეთი ღვიის ნაყენი

მინდვრის შვიტა

ის მინერალებით მდიდარია, განსაკუთრებით ბევრ სილიციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ალუმინს და მანგანუმს შეიცავს.
მინდვრის შვიტის ჩაი ნაზი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც ანთებას ამცირებს.

არყის წვენი

არყის წვენი შესანიშნავი შარდმდენი თვისების წყალობით, ხელს უწყობს  შარდმჟავის გამოდევნას და ხელს უშლის მის დაგროვებას.
ის ზალიან კარგად მოგიხსნით სახსრების ტკივილს და ანთებით პროცესს ჩააცხრობს.
არყის წვენი მდიდარია კალიუმით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია შარდმჟავის კრისტალებს დასაშლელად.

 

ჭინჭრის ფესვი

ჭინჭრის ფესვი მდიდარია სილიციუმით. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
ახშირებს შარდვას და აქრობს სახსრების ტკივილს.  ეს ყველაერი კი ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს.
ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის ათვისებას.

 

ორთოსიფონი (Orthosiphon aristatus miq)

როგორც სხვა ზემოთ მოცემული მცენარეები, ორთოსიფონიც იწვევს მოშარდვის გახშირებას. ის ჭარბი ურატის მოშორებაში დაგეხმარებათ
არ გირჩევთ ამ მცენარის გამოყენებას თუ გულის ან თირკმლის უკმარისობა გაქვთ.

შეაფასეთ სტატია
5 ძლიერი მცენარე შარდმჟავას სწრაფად მოსაშორებლად!
გავიხსენოთ ვიშნევსკის მალამოს სამკურნალო თვისებები. ის კურნავს…