დღეს გაგაცნობთ პროფესორ უგლოვის დიეტას. მისი წყალობით დააღწევთ თავს ჭარბ წონას მარტივად, ეფექტურად და უსაფრთხოდ.
უგლოვის დიეტა
პროფესორი თვლიდა, რომ საკვების ჭარბად მიღება და ზედმეტი წონა იყო ყველა დაავადების და ნაადრევი დაბერების მიზეზი. მან ხანგრძლივი ცხოვრების გატარება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სწორი კვების წყალობით შეძლო.
იგი თვლიდა, რომ განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკშია ზედმეტი წონა მიუღებელი. იმიტომ, რომ ამ დროს ფიზიკური აქტივობაც შემცირებულია და ნივთიერებათა ცვლაც შენელებულია.
ესაა ის მარტივი წესები, რომელსაც მკაცრად იცავდა პროფესორი და რისი წყალობითაც შეინარჩუნა ძლიერი ჯანმრთელობა სიცოცხლის ბოლომდე:
– ალკოჰოლსა და თამბაქოზე სრულად უარის თქმა
– მუშაობის და დასვენების რეჟიმების მკაცრი დაცვა
– 7-8 საათიანი სრულყოფილი ძილი დღე–ღამის განმავლობაში
– მაღალი ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა
– ორგანული კვება
– ორგანიზმის გამაგრება
მიუხედევად ზემოთ ჩამოთვლილი წესებისა, პროფესორი ყველაზე დიდი მნიშვნელობას მაინც ანიჭებდა კვების რაციონს. ამ დიეტას იგი „აღმოსავლურს“ უწოდებდა.
ამ დიეტის წყალობით თქვენი წელის გარშემოწერილობა საგრძნობლად შემცირდება. ეცადეთ დაიცვათ 7–10 დღიანი რეჟიმი.
ეს არის დიეტა, რომელიც შესანიშნავადაა დაბალანსებული და კალორიების მკაცრ დაცვას არ მოითხოვს. გთავაზობთ დღის განრიგს. შეგიძლიათ მისი ადაპტირება თქვენი დღის განრიგის მიხედვით.
9:00
1 ჭიქა შავი ჩაი ან ნატურალური ყავა, მცირე რაოდენობის შაქრით. (1 ჩ.კ.-ზე მეტი არა)
11:00
1ც. მოხარშული კვერცხი, ხოლო დესერტად – წინასწარ წყალში დასველებული 8 ც. შავი ქლიავი.
14:00
ნახშირწყლების სადილი – 200 გრ. მოხარშული ქათმის ხორცი, ღორის ხორცი ან თევზი, 100 გრ. ახალი ან მოთუშული კომბოსტო და 1ც. წვნიანი ფორთოხალი.
17:00
30 გრ. მყარი უცხიმო ყველი, 1ც. ვაშლი. (ან კვლავ ფორთოხალი)
20:00
ბოლო კერძი – 1 ჭიქა უცხიმო კეფირი ან იოგურტი.
სულ ეს არის! პროფესორ უგლოვის დიეტის მენიუ უკვე გაქვთ და შეგიძლიათ დაიწყოთ.
ექიმი გირჩევთ, რომ სუფრიდან ოდნავ მშიერი ადგეთ და ჭამის შემდეგ დასაძინებლად, ან დასასვენებლად არ წახვიდეთ.
წარმატებას გისურვებთ !