ამოიღეთ ეს პროდუქტები რაციონიდან, რათა თავიდან აიცილოთ ონკოლოგიური პრობლემები!

ჯანსაღი ცხოვრების წესი საკმაოდ მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის. კვების რაციონი კი ძალიან დიდ როლს ასრულებს თქვენი ორგანიზმის სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ერთი შეხედვით ”უვნებელი” პროდუქტები შეიძლება საკმაოდ დიდ რისკს წარმოადგენდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის და თქვენ არც კი იცოდეთ ამის შესახებ. დღეს სწორედ ასეთი პროდუქტების სიას გაგაცნობთ. ონკოლოგები მათ სრულად ამოღებას გვირჩევენ რაციონიდან.

მეცნიერების დასკვნით ცნობილია, რომ სამყაროში არსებული დაავადებების დაახლოებით 70% ვითარდება არასწორი კვებით და არსებული დაავადებების დაახლოებით 60-65% -ის განკურნება შესაძლებელია სწორი კვებით.

სწორი კვების პრინციპებით ჩვენ შეიძლება მოვახდინოთ ბევრი დაავადების პრევენცია და მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების. კიბოს გამომწვევი მიზეზი  შეიძლება გახდეს: კონსერვანტები, ემულგატორები, დაბინძურებული გარემო და ა.შ.

რისკის შემცველი პროდუქტებია:

ბატი–ბუტი (პოპკორნი)

პოპკორნი

სიმინდის მარცვალი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ბატი–ბუტის მომზადებისას გამოიყენება ზეთი, შაქარი, მარილი, კარამელიზატორი და არომატიზატორებიც ზოგ შემთხვევაში. სწორედ ეს ინგრედიენტები წარმოადგენს საფრთხეს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

რძის პროდუქტები, რომელთაც ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვთ

ხანგრძლივი ვარგისიანობის ვადის მქონე რძის პროდუქტები

რძის პროდუქტების გრძელი ვადა გულისხმობს იმას, რომ ის გაჟღენთილია სტაბილიზატორებით, არომატიზატორებით და ანტი გამამჟავიანებლებით. ასეპტიკური შეფუთვა კი ანტიბიოტიკებითაა სავსე. მათში სასარგებლო ნივთიერებები არც არის, რადგან 2 კვირაზე მეტ ხანს ვერ ძლევს ნატურალური, სასარგებლო რძის პორდუქტი.

ჯემი

ჯემი

განსაკუთრებით საშიშია ქარხნული წარმოების ჯემები, რადგან შეიცავს: საღებავებს, არომატიზატორებს და ანტი გამამჟავებლებს.

მოხარშული ძეხვეული

მოხარშული ძეხვები

ასეთი სახის პროდუქტი მზადდება გენმოდიფიცირებული სოიოსგან, რომელიც შეიცავს: არომატიზატორებს, ნუტრიას ცხიმს, ღორის კანს და ა.შ.  ასეთი პროდუქტის სიაში შედის: პაშტეტი, სარდელი, სოსისი და მოხარშული ძეხვი.

კარტოფილი ფრი

კარტოფილი ფრი კაფეებსა და მაღაზიებში

ჭარბწონიანობის გარდა ეს პროდუქტი არის დიაბეტის, კიბოს და თეროსკლეროზის გამომწვევი. ის ძალიან აზიანებს იმუნურ სისტემას მისი შემადგელობიდან გამომდინარე: დიდი რაოდენობით ცხიმები, ტრანსცხიმები და სახამებელი.

ლორი

ლორი

რეალურად ლორში ხორცის შემცველობა მხოლოდ 5%–ია. დიახ! არ მოგესმათ. დანარჩენი არის არომატიზატორები და გელი, რომელიც არის ხელოვნურად შემუშავებული. ის არანაირ სარგებლობას არ მოუტანს თქვენს ორგანიზმს, სამაგიეროდ საფრთხის ქვეშ დააყენებთ ჯანმრთელობას.

შებოლილი ძეხვეული და ა.შ.

შებოლილი ძეხვი

პროდუქტების შესაბოლად გამოიყენება ფორმალდეგიდის შემცველი სითხეები, რომელიც პირდაპირ კიბოს განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

კანცეროგენულ პროდუქტებს შორის სპეციალისტები ალკოჰოლურ სასმელებსაც ასახელებენ. მათი დიდი დოზით გამოყენება კიბოს განვითარების რისკს 8 %-ით ზრდის.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
ამოიღეთ ეს პროდუქტები რაციონიდან, რათა თავიდან აიცილოთ ონკოლოგიური პრობლემები!
როგორ მოვიშოროთ ჭაღარა თმა შეღებვის გარეშე და მივიღოთ გაჯერებული ფერი - ALL TIME
ჭაღარა თმა პრობლემას აღარ წარმოადგენს, გაუმკლავდით მას ბუნებრივი საშუალებით