დააღწიეთ თავი ხველებას მარტივად და ეფექტურად!

ხველის მიზეზი ყველაზე ხშირად, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერია, ვირუსი და სხვა მიკროორგანიზმებია. ხველება ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა.

ხველების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: თამბაქოს ბოლი, სასუნთქ გზებში მტვრის მოხვედრა, ემოციური დაძაბულობა, აღელვება, კოროზიული გაზები, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთება და ა.შ.

თუ ხველა გრძელდება 2 კვირაზე მეტ ხანს და მას თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია, სუნთქვის გაძნელება ან სხვა პათოლოგიური გამოვლინებები,ამ შემთხვევაში უკვე გირჩევთ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ხალხურ რეცეპტებს ხველების სამკურნალოდ.

1. გამთბარ ანადუღარ რძეში თანაბარი რაოდენობით ჩაყარეთ ქერი, შვრია, ჭვავი, ვარდკაჭაჭა და 2 გრ. მწარე ნუში. მიღებული სითხე დალიეთ ყავის მაგივრად.

2. ხველების დროს საკმაოდ ეფექტურია რძეში გარეული ნეკერჩხლის ან გაზაფხულის არყის წვენი, თანაფარდობით 1:2–თან.

3. 2 ცალი გატარებული ლიმონი გადაურიეთ 5 ს.კ. თაფლში და მიირეთ დღეში 4–5 ჯერ 1 ს.კ.

4. 200 მლ. რძეში ჩაყარეთ 1/2 ჩ.კ. სოდა და 1/2 ს.კ. თაფლი. დალიეთ ცხელი სახით.

5. ხველების დროს ასევე ეფექტურია ცხელი რძე მინერალურ, გაზიან წყალთან ერთად.

6. დაასხით წყალი საშუალო ზომის ლიმონს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით და გააციეთ. მომზადებული ლიმონი გაჭერით შუაზე და ჩაწურეთ ჭიქაში. მიღებულ წვენს დაამატეთ 2 ს.კ. გლიცერინი და 5 ს.კ. თაფლი. უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ 2 ს.კ. ჭამამდე.

7. ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა რძეში გახსნილი ლეღვის ნახარში.

8. დაბალ ცეცხლზე 10 წუთის მანძილზე ადუღეთ 2 ს.კ. ანისულის თესლისა და 1 ჩ.კ. თაფლის ნარევი. მიღებული მასა აუცილებლად გაფილტრეთ. ეს საშუალება თოთო ბავშვებისთვისაა. უნდა დაალევინოთ ყოველ 2 საათში 1 ჩ.კ. ხოლო ხველების შემსუბუქების შემთხვევაში დოზა შეამციროთ.

ხველების პირველივე ნიშნებისას, შეგიძლიათ მიმართოთ ამ მეთოდებსაც: მდოგვის ფეხის აბაზანები, მდოგვის საფენები და კომპრესები გულ–მკერდის არეში. ასევე კარგია ცხელი სასმელები.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
დააღწიეთ თავი ხველებას მარტივად და ეფექტურად!
ჭარხლის პიურეს ჩემს პატარას 6 თვიდან ვაძლევ – შედეგი გასაოცარია