გაეცანით ხალხურ, ეფექტურ სამკურნალო საშუალებებს არითმიის სამკურნალოდ…


რა არის არითმია?

არითმია ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოვლინდება გულის შეკუმშვათა სიხშირის, რიტმულობის, აგზნების და შეკუმშვათა თანმიმდევრობის დარღვევით. არითმია ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა ელექტრული იმპულსები, რომლებიც იწვევენ გულის შეკუმშვას, ფუნქციონირებენ არასწორად და აიძულებენ გულს იმუშაოს ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა, არარეგულარულად ან არარითმულად. არითმია ზოგჯერ კეთილთვისებიანია და მკურნალობა არ სჭირდება, ზოგჯერ კი ძალიან საშიშ ფორმას იღებს.

ნორმალურ მდგომარეობაში გული იკუმშება დროის თანაბარ მონაკვეთში სიხშირით 60-დან 80-მდე დარტყმით წუთში.


რა არის არითმიის გამომწვევი მიზეზები?

არითმიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია : სტრესი, ნევროზული მდგომარეობა, ხვრინვა, გულის იშემიური დაავადებაგულის სარქვლოვანი პათოლოგია, თამბაქოს მოხმარებადიდი რაოდენობით ალკოჰოლის და ყავის მოხმარება, მაღალი არტერიული წნევა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები,  შაქრიანი დიაბეტი და ზოგიერთი პრეპარატის ჭარბი დოზით მიღება.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს არითმიის სამკურნალოდ.

 

1. მოათავსეთ ჭურჭელში 20 ც. დაქუცმაცებული გარგარის გული, 1/2 კგ. გახეხილი ლიმონი და 1/2 კგ თაფლი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ დილას და სღამოს ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ს.კ.

2. დაამზადეთ გულყვითელას (Calendula) სპირტიანი ნაყენი, პროპორციით 1:10 და მიიღეთ დღეში 3–ჯერ 20 წვეთი.

გულყვითელა კალენდულა

3. 2 ჩ.კ. გულყვითელას (Calendula) დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში 4–ჯერ 1/2 ჭიქა.

4. გულისცემის, ტაქიკარდიის, არითმიისა და ნევროზის დროს, მიიღეთ დღეში 3–ჯერ 1 ჩ.კ. შავბალახას (Leonurus cardiaca) წვენი წყალთან ერთად 1:1 თანაფარდობით.

შავბალახა (ნაყენის ბალახი) სამკურნალო მცენარე, რეცეპტები | აგროკავკასია

5. ასევე კარგია დღეში 3–ჯერ მიიღოთ 1 გრ. (დანის წვერით) შავბალახას (Leonurus cardiaca) გამხმარი ფხვნილი.

6. 2 ჩ.კ. რუსული ღიღილოს (Centaurea cyanus) ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდურარე წყალი და გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ 3–4 ჯერ დღეში 1/3 ჭიქა.

რუსული ღიღილო - NPLG Wiki Dictionaries

7. 1 ს.კ. კუნელის (Crataegus) ყვავილებსა და ფოთლებს დაასხით 3 ჩ.კ. მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთი. უნდა მიიღოთ 2–3 კვირის მანძიზე, დღეში 3–ჯერ ჭამის შემდეგ 1 ჭიქა.

კუნელი – სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი | აგროკავკასია

8. დააქუცმაცეთ 200 გრ. ცირცელის (Sorbus aucuparia)  ქერქი და დაასხით 500 მლ. წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 2 საათი, შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეშო 3–4 ჯერ  50 მლ. ჭამამდე.

ცირცელი - ვიკიპედია

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
გაეცანით ხალხურ, ეფექტურ სამკურნალო საშუალებებს არითმიის სამკურნალოდ…
რა უნდა გავაკეთოთ კრაზანას ნაკბენის დროს: პირველადი დახმარება