როგორ ავიცილოთ თავიდან პოდაგრის განვითარება? გაეცანით სტატიას…

პოდაგრის განვითარებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს სისხლში მომატებული რაოდენობით არსებული შარდმჟავა.

შარდმჟავა, ეს ორგანიზმის ნარჩენი პროდუქტია, რომელიც შარდით და გარკვეული ნივთიერებების მეტაბოლიზმის შედეგად გამოიყოფა.
მათ პურინებს უწოდებენ. ჩვეულებრივ, ეს მჟავა სისხლში იხსნება, რომლის გავლით თირკმლებში გადადის და შარდით გამოიყოფა.

ხილ–ბოსტნეული დიდ გავლენას ახდენს  ორგანიზმში შარდმჟავის დონეზე.  დღეს ჩვენ გასწავლით თუ როგორ აირჩოთ ჯანსაღი ხილი
შარდმჟავის მაღალი დონის შესამცირებლად.

როგორ შევამციროთ შარდმჟავის დონე ორგანიზმში?

რაღა თქმა უნდა არსებობს მედიკამენტების ფართო სპექტრი, რომლებიც როგორც სისხლში, ასევე შარდში შარდმჟავის დონეს ამცირებენ.
თუმცა ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ჟანსაღი ხილი და ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე გაართვათ ამ ყოველივეს თავი.

 

როდის ხდება შარდმჟავა საზიანო?

შარდმჟავა დისკომფორტს იწვევს, როცა შარდით არაეფექტურად გამოიყოფა ან როცა სისხლში მისი დონე უფრო მაღალია, ვიდრე თირკმლებს მათი გაკონტროლება შეუძლია.

რომელი ხილია ამ შემთხვევაში ყველაზე სასარგებლო?

გაგაცნობთ ჩამონათვალს, თუ რომელი ხილი უნდა მიირთვათ შარდმჟავის მაღალი დონის შესამცირებლად:

მარწყვი

ერთ–ერთი ყველაზე შესაფერისი ხილი შარდმჟავის მაღალი დონის საწინააღმდეგოდ. უფრო მეტიც, მარწყვი ეფექტურ კომპონენტებს შორის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფოლიუმის მჟავას და C ვიტამინს.


ბალი

ფოლიუმის მჟავა ბალის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მას ქსანტინოქსიდაზის (ფერმენტი, რომელიც შარდმჟავის მაღალ დონეს უკავშირდება) შეფერხების უნარი აქვს. უფრო მეტიც, მისი მიღება შეიძლება პირდაპირ ან უშაქრო წვენის სახით, მაგრამ არა მურაბით.


ჟოლო

ჟოლო C ვიტამინის, ძლიერი ანტიოქსიდანტის შესანიშნავი წყაროა. სწორედ ამიტომ, შარდმჟავის კრისტალების მოშორებაში ძალიან ეფექტურია. სისხლსა და შარდში შარდმჟავის კონცენტრაციას ამცირებს.


ლიმონი

მისი სასარგებლო თვისებები ორგანიზმში კალციუმის კარბონატის წარმოებას ხელს უწყობს. ეს კი სისხლსა და შარდში შარდმჟავის დონის გასაკონტროლებლად აუცილებელია. ნაყენის სახით მიიღეთ, მაგრამ შაქარი არ დაუმატოთ.


ვაშლი

ვაშლი ლიმონმჟავას ძალიან კარგი წყაროა, ასევე ნატურალური ბოჭკოების შესანიშნავი მომწოდებელია. მათ კუჭში დანაყრების შეგრძნების გამოწვევა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ჭარბი წონის გასაკონტროლებლად იდეალურია.

შეაფასეთ სტატია
როგორ ავიცილოთ თავიდან პოდაგრის განვითარება? გაეცანით სტატიას…
ფიქრობ, რომ საკუთარ თავზე ყველაფერი იცი? შეარჩიე ყვავილი და შედეგები ნამდვილად გაგაოცებს