გასწავლით როგორ გამოკვებოთ ნიორი სწორად, რომ მიიღოთ ბარაქიანი მოსავალი

ნიორი ბოსტნის კულტურებს შორის ერთ–ერთი ყველაზე უპრეტენზიო მცენარეა. იმისთვის რომ მივიღოთ მსხვილი თავები, მცენარე სწორად უნდა გამოვკვებოთ.

გასწავლით როგორ გამოკვებოთ ნიორი სწორად, რომ მიიღოთ ბარაქიანი მოსავალი

ნიორს სასუქის მისაღებად თავისი წესები აქვს. საჭიროა დროის სწორად შერჩევა, პროპორციებისა და ნივთიერებების თავსებადობით გამოკვება.
დღეს ჩვენ გასწავლით თუ როგორ გამოკვებოთ ნიორი სამ ეტაპად.

როდის და როგორ გამოვკვებოთ ნიორი


პირველი გამოკვება.

გაზაფხულზე ნივრის დარგვამდე 2-3 კვირით ადრე მიწა უნდა გაანაყოფიეროთ. სჯობს კომპოსტი ან ნეშომპალა მოამზადოთ. გამოთვალეთ, ერთ კვადრატულ მეტრზე 1 ვედრო ორგანული სასუქი დაგჭირდებათ. ამის შემდეგ მიწა უნდა მოთოხნოთ და კარგად გააფხვიეროთ.

გასწავლით როგორ გამოკვებოთ ნიორი სწორად, რომ მიიღოთ ბარაქიანი მოსავალი

თუ შემოდგომაზე ჩაატარეთ საჭირო პროცედურები, მაშინ გაზაფხულზე აღარაა საჭირო. გამონაკლისია მძიმე მიწა.
აურიეთ 1:2 პროპორციით ნაცარი და ქვიშა. ნარევი დაამატეთ ორმოებში

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „კორნეროსტი“. ეს ხელს შეუწყობს სწრაფად დაფესვიანებაში. 1 ვედრო წყალს დაუმატეთ 2 აბი. ორმოები მორწყეთ მცირეოდენი სითხის რაოდენობით.

გასწავლით როგორ გამოკვებოთ ნიორი სწორად, რომ მიიღოთ ბარაქიანი მოსავალი

მეორე გამოკვება.

როგორც კი გამოჩნდება პირველი ყლორტები, დაიწყეთ ზრუნვა ნარგავის ზრდასა და განვიტარებაზე. ამისთვის აზოტრის სასუქი დაგჭირდებათ, რომელსაც თავადვე დაამზადებთ.

გთავაზობთ სხვა და სხვა რეცეპტს:

1. მოამზადეთ შესაფერისი ჭურჭელი მოათავსეთ მასში 1 ნაწილი ქათმის ან ძროხის ფეკალიები და 3 ნაწილი წყალი.
თუ ამზადებთ ძროხის ფუნით, ტანაფარდობა უნდა იყოს 1:10.
თუ ამზადებთ ქათმის სკლინტით – 1:20

2. 10 ლ. ოთახის ტემპერატურის წყალში და 15 გრ შარდოვანა.

3. 12 ლ. წყალში გახსენით 20 გრ. ამონიუმის ნიტრატი.

 

გასწავლით როგორ გამოკვებოთ ნიორი სწორად, რომ მიიღოთ ბარაქიანი მოსავალი

სასუქი გამოიყენეთ მხოლოდ ფესვებთან ისე, რომ არ შეეხოს ფოთლებს.
მინერალური სასუქის შემთხვევაში 1 კვადრატულ მეტრზე გამოიყენეთ 3 ლ. ხსნარი.
ორგანული სასუქის შემთხვევაში 1 კვადრატულ მეტრზე 8 ლ.

მესამე გამოკვება.

როცა იწყება ნივრის თავის ფორმირება, საჭიროა დაუმატოთ ფოსფორ–კალიუმის სასუქი.

მინერალური სასუქებიდან გამოგადგებათ ნიტროამოფოსკი და სუპერფოსფატი.
ფესვების გამოსაკვებად 10 ლ. წყალს დაუმატეთ  10 გრ. კალიუმის სულფატი და 20-30 გრ. ზემოთ ნახსენები პრეპარატებიდან რომელიმე, კარგად აურიეთ.
მიღებული ხსნარით მორწყეთ კვლები. (გამოიყენეთ ვიწრო პირიანი სარწყავი, რომ მცენარის ოთლებს არ მოხვდეს და დაიცვათ ის დამწვრობისგან)
ერთ კვადრატულ მეტრზე დაგჭირდებათ 5 ლ. ხსნარი.

გასწავლით როგორ გამოკვებოთ ნიორი სწორად, რომ მიიღოთ ბარაქიანი მოსავალი

თუ აღმონაცენი სუსტია, შეგიძლიათ დაუმატოთ ფოთლოვანი გამოკვება. 10 ლ. წყალში გახსენით  2-3 ს.კ. ნიტროფოსფატი.
ხსნარი შეასხურეთ უშუალოდ ყლორტებს. (დასამუშავებლად ღრუბლიანი, უქარო დღე აირჩიეთ)

გასწავლით როგორ გამოკვებოთ ნიორი სწორად, რომ მიიღოთ ბარაქიანი მოსავალი

გაზრდილი მჟავიანობის მქონე ნიადაგში გამოგადგებათ ორგანული ხის ნაცარი, რადგან ტუტე თვისებები გააჩნია.
1 კვადრატულ მეტრზე 200–300 გრ. მიმოფანტეთ კვლებზე.

გასწავლით როგორ გამოკვებოთ ნიორი სწორად, რომ მიიღოთ ბარაქიანი მოსავალი

თუ გაითვალისწინებთ და დაიცავთ ჩვენს მიერ გაზიარებულ ყველა რეკომენდაციას, აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.
სწორი მიდგომით მწირ ნიადაგზეც შეიძლება კარგი მოსავლის აღება.

 

შეაფასეთ სტატია
გასწავლით როგორ გამოკვებოთ ნიორი სწორად, რომ მიიღოთ ბარაქიანი მოსავალი
გლაუკომის განვითარების შესაჩერებლად მიიღეთ ეს…