კვერცხის ცილა ერთ–ერთი საუკეთესო ინგრედიენტია, როცა საქმე სახის ჯანსაღ იერს ეხება. ის მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით, რომელიც მოქმედებს როგორც ღრმა გამწმენდი და კანის მკვებავი საშუალება.
კვერცის ცილით დამზადებული ნიღბით ბევრად ახალგაზრდულ სახეს მიიღებთ. სხვა და სხვა ინგრედიენტებტან ერთად ის არაჩვეულებრივად მოქმედებს აკნესა და გამონაყარის დროს. ასაევე ძალიან კარგად ახერხებს სახის კანის დატენიანებას და გამოკვებას.
სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე ნიღბის მომზადების წესს, რომლებიც კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა გამოიყენოთ.
შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ შენიშნავთ!
1. ნიღაბი – კვერცხის ცილა, ლიმონი და თაფლი.
ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა, დაუმატეთ ½ ჩ.კ. ლიმონის წვენი და 1 ჩ.კ. თაფლი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და თქვენი ნიღაბი მზადაა.
ნიღაბი წაისვით საღამოს, ძილის წინ სუფთა და მშრალ კანზე. გაიჩერეთ 10–15 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
ეს ნიღაბი არაჩვეულებრივია გამონაყარისა და პიგმენტური ლაქების გასაქრობად.
2. ნიღაბი – კვერცხის გული, ზეთი (ზეითუნი, ნუში, ავოკადო ან ჟოჟობა) და თაფლი.
1 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ჩ.კ.ზეთი (შეგიძლით გამოიყენოთ ზეითუნის, ნუშის, ავოკადოს ან ჟოჟობას) კარგად აურიეთ ერთმანეთში და ნიღაბიც მზადაა.
ნიღაბი წაისვით სუფთა და მშრალ კანზე. გაიჩერეთ 25 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
ეს ნარევი ძალიან მკვებავია და იდეალურია ყველაზე გადაღლილი კანისთვის.
3. ნიღაბი – კვერცხის ცილა, შვრიის ფანტელები და ვაშლი.
გათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 ჩ.კ. გახეხილი ვაშლი, 1 ს.კ. დაქუცმაცებული შვრიის ფანტელი. კარგად აურიეატ ინგრედიენტები ერთმანეთში.
წაისვით ნიღაბი სუფთა და მშრალ კანზე. გაიცერეთ 15–20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
4. ნიღაბი – კვერცხის ცილა, ზეთი (ზეითუნი, ნუში, ავოკადო ან ჟოჟობა), ბანანი და თაფლი.
გათვიფეთ 1 კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ბანანი, თაფლი და ზეთი (შეგიძლით გამოიყენოთ ზეითუნის, ნუშის, ავოკადოს ან ჟოჟობას)
ნირაბი წაისვით სუფთა და მშრალ კანზე. გაიჩერეთ 15-20 წუთით და ცამოიბანეთ გრილი წყლით.
სცადეთ თითოეული ნიღაბი და შედეგი გაგაოცებთ!