თვალის ანთების დროს გამოიყენეთ ღვინო, ჩაი და გვირილა…

თვალის სიწითლეს, ქავილს, გამონადენს მეტ-ნაკლებად ყველა შეუწუხებია. თვალის მრავალრიცხვოვან დაავადებებს შორის  ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა კონიუნქტივიტი. ის თვალის ლორწოვანი გარსის ანთებაა.

წარმოშობით კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს:  ინფექციური, ალერგიული და დისტროფიული.

დაავადება იწყება მკვეთრი სიწითლით, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებით, გამონადენით, თვალის წვით. ხშირად ორივე თვალი ავადდება, თუმცა არა ერთდროულად.

არსებობს უამრავი სამკურნალო საშუალება. თუმცა დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ხალხურ მეთოდს, რათა სახლის პირობებშივე შეძლოთ ანთებითი პროცესის მართვა.

ღვინისა და ჩაის ნაყენი

მოამზადეთ 1 ჭიქა შავი ჩაი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. ღვინო და დაიდეთ საფენები დღეში 2–3 ჯერ 3–5 დღის მანძილზე.

გვირილის ნაყენი

1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 2-3 ს.კ. გვირილა. დააყენეთ 1  სააათი თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ და ჩამოიბანეთ თვალები ნაყენით დღეში 2–ჯერ. ასევე კარგია საფენები დღეში 2–3 ჯერ.

შეაფასეთ სტატია
თვალის ანთების დროს გამოიყენეთ ღვინო, ჩაი და გვირილა…
სისხლძარღვების გაწმენდა ლიმონის საშუალებით, მარტივად და ეფექტურად