თვალებს არ დავუჯერე, ჭურჭელი ისე ბრწყინავდა თითქოს ახლახანს შევიძინე! 90–იანი წლების უნიკალური რეცეპტი…

90-იანი წლების რეცეპტი ქვაბების განახლებისთვის

გარდა ყოველდღიურად დაგროვებული ჭურჭლის რეცხვისა, ზოგჯერ უფრო რადიკალური მეთოდები გვჭირდება. მაგალითად ქვაბების გარეცხვა გამოხარშვით. მასზე დარჩენილი ლაქებისა და მიმწვარი ცხიმის მოცილება ყველა დამეთანხმებით რომ საკმაოდ რთულია. მითუმეტეს როცა ეს ყველაფერი მყარადაა ჩაკირული.

იტვირთება

ბევრი იტყვის, რომ ეს მეთოდი უკვე დიდი ხანია მოძველებულია. იმასაც იტყვიან რომ უამრავი საშუალება არსებობს ნებისმისერი ტიპის ზედაპირისა თუ ნებისმისერი ტიპის ლაქის მოსაშორებლად, მაგრამ არც 90–იანი წლების თუნდაც ხალხური მეთოდით დამზადებული საშუალება ჩამოუვარდება მათ. თან ბევრად ხელმისაწვდომი და ეკონომიურია. მოდით ერთად შევამოწმოთ !


ქვაბების წმენდა ხალხური მეთოდით

ქვაბები ჩავაწყვე სარეცხის დიდ ქვაბში და წლების მიერ გამოცდილი ჯადოსნური საშუალების მომზადება დავიწყე.
შეგიძლით მთლიანი საპონი გამოიყენოთ. მე საპნის ნატეხებით დავამზადე, ასევე დავუმატე 150 გრ. სოდა. ზოგი საკანცელარიო წებოსაც ასხამს, მაგრამ მე არ გამომიყენებია.

საპნის ნატეხები მსხვილ სახეხზე გავხეხე, ნელ ცეცხლზე დავდგი და სოდასთან ერთად სრულად გავხსენი.
მიღებული ხსნარი სარეცხ ქვაბში გადავიტანე და ქვაბები დაახლოებით 1-1,5 საათის განმავლობაში ვხარშე.

იტვირთება

ქვაბების ამოღებისას უმჯობესია ხელზე სქელი რეზინის ხელთათმანი გაიკეთოთ. მიღებული შედეგით თავადაც გაოცდებით. თვალებს არ დავუჯერე როცა ჭურჭელი ქვაბიდან ამოვიღე, ისე ბრწყინავდა თითქოს ახლახანს შევიძინე! დარჩენილი მცირე ლაქები ძალიან მარტივად მოშორდა ჭურჭლის ღრუბლით.

უცებ ერთმა აზრმა გამიელვა. ჯერ კიდევ ცხელი ხსნარი ავიღე და მთელი სამზარეულოს დასუფთავება დავიწყე. ყველა პრობლემური ადგილი გავწმინდე. კბილის ჯაგრისიც გამოგადგებათ ამ შემთხვევაში, ხელით მიუწვდომელი ადგილების გასასუფთავებლად.  სხვათა შორის ეს საწმენდი საშუალება პლასტმასსაც კარგად ასუფთავებს და ლითონსაც.  გადავწყვიტე გამწოვის ბადის გაწმენდაც მეცადა. მას ყველაზე მეტი დრო დასჭირდა.

დარწმუნებული ვარ ყველამ იცით ეს რამდენად რთულია.  ძვირადღირებული საწმენდები უმკლავდებიან დავალებას, მაგრამ არა მთლიანად. რამდენიმე წუთის განმავლობაში ვცდილობდი ამ ხსნარით გაწმენდას და მოხდა სასწაული!  ცხიმი მთლიანად გაქრა!

ახლა ყოველთვის შევინახავ საპნის ნატეხებს და ხსნარში მოვხარშავ. რა საჭიროა ფულის და ძალისხმევის დახარჯვა ქიმიურ საშუალებებზე, რომელთაც არ აქვთ 100%–იანი შედეგი. გირჩევთ ქვაბების გასაწმენდად თქვენც სცადოთ ეს თვითნაკეთი ხსნარი.

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
თვალებს არ დავუჯერე, ჭურჭელი ისე ბრწყინავდა თითქოს ახლახანს შევიძინე! 90–იანი წლების უნიკალური რეცეპტი…
მალამო, რომელსაც ჯერ ვერცერთმა სხვა მალამომ ვერ აჯობა სამკურნალო თვისებებით