ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად მხოლოდ მისი დაბანა და სკრაბების საშუალებით გაწმენდა არ კმარა! ამისთვის ხოგჯერ ღრმა წმენდა არის საჭირო. დღევანდელ სტატიაში სახის პილინგის შესახებ მოგითხრობთ, რომლის მომზადებასაც სახლის პირობებში მარტივად მოახერხებთ.
პილინგის მრავალი რეცეპტი არსებობს, დღეს ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე – წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით დამზადებულ საშუალებაზე გესაუბრებით. ეს ნივთიერება ადვილად შედის რეაქციაში კანის ცხიმოვნ ფენასთან და შესაბამისად, ასუფთავებს ფორებს და ამოჰყავს ყველაზე ღრმად ჩამჯდარი მკვდარი ქსოვილებიც კი.
ზეჟანგის კანთან ურთიერთქმედებით ჟანგბადი გამოიყოფა, რომელიც კანზე დადებითად მოქმედებს, კლავს ბაქტერიებს და ხელს უწყობს უჯრედებს, იგი მავნე ნივთიერებების სწრაფ გამოდევნასაც უზრუნველყოფს. თუკი ზეჟანგს კანის გასაწმენდ ინგრედიენტს დავამატებთ, მივიღებთ შავი წერტილების, აკნეს და ნაოჭების საწინააღმდეგო შესანიშნავ საშუალებას.
ზეჟანგს არ გააჩნია არანაირი უკუჩვენება გარდა დერმატიტისა და პირადი აუტანლობისა. მნიშვნელოვანია, პროცედურის შემდეგ არ გახვიდეთ მზეზე 2 დღის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, რომ კანის შემთხვევაში მხოლოს 3% იანი წყალბადის ზეჟანგის გამოყენებაა რეკომენდირებული. შედარებით მაღალი კონცენტრაციის პრეპარატი კანს აზიანებს. ზეჟანის ხშირი გამოყენება კი კანს აშრობს.
პილინგის რეცეპტები
ცხიმოვანი კანის შემთხვევაში, აიღეთ 2 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგი და დაუმატეთ 1ჩ/კ სოდა. კრგად აურიეთ და წაისვით სახეზე 15 წუთის განმავლობაში. ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პრობლემური კანისთვის ზეჟანგისა და საპნის ქაფის პილინგი შეგიძლიათ მოსინჯოთ. გლიცერინი ან ბავშვის საპონი ათქვიფეთ იქამდე,ს ანამ სქელი ქაფი არ წამოიქმნება. დაუმატეთ 2 წვეთი ზეჟანგი და გაიჩერეთ კანზე 20 წუთის განმავლობაში, ბოლოს ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი ნიღაბი.
მორიგი შესანიშნავი რეცეპტი გახლავთ პილინგი ზეჟანგისა და ღრუბელა ბადიაგას ნარევით. ეს საშუალება კანს აცილებს მკვდარ უჯრედებს, აკორექტირებს რელიეფს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უხდება ნებისმიერი ტიპის კანს. 1 ს/კ ბადიაგას ფხვნილი და ცოტა ზეჟანგი კარგად აურიეთ. გაიჩერეთ 20 წუთით, ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ზეჟანგის რეცეპტები კანის ღრმა წმენდისთვის გამოიყენება. პირველივე გამოყენებისას შეამჩნევთ, რომ თქვენი კანი ჯანმრთელი და გაცილებით პრიალა გახდა. მთავარია პროპორციების თანამიმდევრული დაცვა. არ გამოიყენოთ თვალის სიხლოვეს.
გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს!