ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ორგანო ღვიძლია. ღვიძლის
ფუნქციონირება განაპირობებს ჩვენს სიცოცხლეს. ეს ორგანო
მონაწილეობას იღებს საჭმლის მონელებაში, სისხლის მოძრაობაში და
მეტაბოლიზმში. ამიტომაც უნდა გაუფრთხილდეთ ღვიძლს, და დავიცვათ
იგი სხვადასხვა ტოქსინებისგან.
ბევრი ხელსაწყოა, იმისათვის, რომ გავწმინდოთ ღვიძლი. მაგრამ ამ
ხერხებით იზრდება გვერდითი მოვლენების რისკი. დღეს მე აგიხსნით, თუ
როგორი მარტივია ბუნებრივი ნაწარმის საშუალებით მოვუაროთ ღვიძლს,
კერძოდ ქიშმიშისა და წყლის საშუალებით.
რა არის კარგი ქიშმიშში?
ცოტა ქიშმიში დილით გაწმენდს ორგანიზმს ცუდი ქლორესტოლისგან
და დადებითად იმოქმედებს გულზე. ეს გამომშრალი ხილი შეიცავს უამრავ
მინერალსა და ვიტამინს, ასევე ქიშმიში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი
ანტიტოქსინების წყაროა.
აგრეთვე, ძალიან სასარგებლოა ნახარში ქიშმიშიც. ნახარში ქიშმიში შეიცავს
უფრო ნაკლებ შაქარს, ვიდრე ქიშმიში ჩვეულ გამომშრალ
ფორმაში. დამშრალი ქიშმიშის 4 დღიანი მიღების შედეგად, თქვენ
იგრძნობთ ძალების მნიშვნელოვან მომატებასა და მომნელებელი
სისტემის გაუმჯობესებას.
ეს საშუალება უმნიშნვნელოვანესია თუ თქვენ უჩივით სიმძიმეს, ან
გაწუხებთ ტკივილები მუცლის მიდამოებში. თქვენ ეს ნაწარმი დაგეხმარებათ კუჭის წვენის უკეთ გამოყოფაში, საჭმელი უკეთესად მონელდება და სხეულიც უფრო მეტ საკვებ ნივთიერებას მიიღებს.
ამასთან, ეს ნახარში გავლენას ახდენს სისხლის გაწმენდაზე, რომელიც
აძლიერებს იმუნურ სისტემას. ქიშმიშის ნახარში კარგი თავდაცვაა სხვადასხვა დავაადებების, გულსიხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლისთვის სწორი ფუნქციონირებისთვის.
როგორ მოვამზადოთ ქიშმიშის ნახარში
ინგრედიენტები
- 400 მლ წყალი
- 150 გ ქიშმიში
მომზადება
- კარგად გარეცხეთ ქიშმიში.
- სასმელი წყალი ჩაასხით ქვაბში და დაიწყეთ მოდუღება..
- როდესაც წყალი ადუღდება, ჩაყარეთ ქიშმიში და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთით.
- შემდეგ დატოვეთ ბულიონი ღამით. ხოლო დილით, ოდნავ წამოადუღეთ.
ქიშმიშის შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ხილის ტექსტურას, კენკრა
არ უნდა იყოს არც ძალიან მყარი ან რბილი, აირიდეთ პრიალა ხილი, და
აირჩიეთ ქიშმიში შედარებით უფრო მუქი ტონით.
დალიეთ ბულიონი ცარიელ კუჭზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე, 4
დღის განმოვლობაში. ეს პროცედურა შეგიძლიათ ჩაატაროთ თვეში 1-
ჯერ. ეს ნახარში აგრეთვე დაატენიანებს თქვენ კანს სახეზე.
ღვიძლის ხალხური მეთოდებით გაწმენდა დაიცავს მას სხვადასხვა
დაავადებებისგან და შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ღვიძლის გაწმენდის ერთადერთი ჭეშმარიტი
საშუალებაა.
შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ ახლობლებსაც!