ინციდენტი მაღაზიაში – ხალხი ჩემს უკან გაოგნებისგან გაჩუმდა, ზოგს პირი ჰქონდა ღია და ზოგს თვალები გაფართოებული…

ინციდენტი მაღაზიაში - ხალხი ჩემს უკან გაოგნებისგან გაჩუმდა, ზოგს პირი ჰქონდა ღია და ზოგს თვალები გაფართოებული...

მწერალმა დირკ-ოლვერ ლანგემ წამით შეირბინა სუპერმარკეტში ყავის საყიდლად.. იქ მომხდარმა ფაქტმა მას დიდი ხნით დაამახსოვრა თავი. ამ ისტორის შესახებ მან თავის Facebook გვერდზეც კი დაწერა…

ორიგინალი ტექსტის სანახავად გადადით ქვემოთ მოცემულ ლინკზე:

https://www.facebook.com/DirkOliverLange/photos/a.1006497219440919/880982598659049/?type=3

დღეს სუპერმარკეტში:

დღეს სუპერმარკეტში ყავის შესაძენად შევირბინე. სალაროსთან ჩემს წინ მყოფმა ასაკოვანმა ქალბატონმა თავიდანვე მიიპყრო ჩემი ყურადღება.

მისი ნაყიდი პროდუქტებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ის მარტო ცხოვრობდა: ერთი პური, პატარა ნაჭერი ხორცი, რძე და შოკოლადი.

ბებოს ნაყიდი პროდუქტები 2,18 ევროს ღირებულების იყო. საფულის მაგივრად ქალბატონმა ჯიბეებში დაიწყო გამალებით რაღაცის ძებნა. როგორც იქნა ამოიღო უამრავი ხურდა ფული და როცა გამოგვხედა მიხვდა, რომ უამრავი რიგში მდგომი მომხმარებლის გაღიზიანება გამოიწვია. მათ შორის მოლარისაც.

ამ ფაქტმა ის ძალიან დააბნია, დაყარა მთელი ხურდა სალაროსთან და როცა უნდა გასულიყო მოლარემ დაუძახა ისევ. ”ქალბატონო 50 ცენტი გაკლიათ” ქალბატონმა კი უპასუხა, რომ მას მეტი არ ჰქონდა. ამაზე მოლარემ რომელიმე პროდუქტის დატოვება მოსთხოვა. სხვა გზა არ ჰქონდა და ბებომ შოკოლადისკენ გაიშვირა თითი.

ამ ფაქტმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ჩემი გული ნაფლეთებად აქცია. მოლარეს ჩუმად გავუწოდე 50 ევრო და ვანიშნე, რომ ხურდა ასეევ შეუმჩნევლად ბებოსთვის გადაეცა. მოლარეც საკმაოდ გონებამახვილი აღმოჩნდა და ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა როგორც მე ვთხოვე.

ხანში შესული ქალბატონი მომიბრუნდა, მას ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები და მითხრა: ”თუ შეიძლება რომ ჩაგეხუტოთ?” მეც რაღა თქმა უნდა დავთანხმდი. წავსლის წინ ვთხოვე, რომ იმ თანხით შეეძინა ყველაფერი რაც სურდა. ეს მე ნამდვილად გამაბედნიერებდა. ბებომ გამიღიმა თანხმობის ნიშნად, შემდეგ კი თავი დახარა და გავიდა მაღაზიიდან.

ამ ყველაფრის მომსწრე ხალხი ჩემს უკან გაოგნებისგან გაჩუმდა, ზოგს პირი ჰქონდა ღია და ზოგს თვალები გაფართოებული. არადა განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ჩამიდენია და ვფიქრობ, რომ ასე უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთმანეთზე.

მეორე დღეს გაღვიძებისთანავე ამ ისტორიაზე დავფიქრდი და მივხდი, რომ უზომოდ მადლიერი ვიყავი ბედისწერის. იმ დღეს ნამდვილად სრულიად შემთხვევით აღმოვჩნი იმ მარკეტში. მადლობა ბებო ამ პოზიტივისთვის!

ეს წერილი კარგად ასახავს იმ სიხარულს, რომელიც გვეუფლება რაიმე კარგის გაკეთების დროს. რეალურად ჩვენ სიკეთეს ვუკეთებთ სხვას, მაგრამ ვბედნიერდებით ჩვენც.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ ისტორიას.

შეაფასეთ სტატია
ინციდენტი მაღაზიაში – ხალხი ჩემს უკან გაოგნებისგან გაჩუმდა, ზოგს პირი ჰქონდა ღია და ზოგს თვალები გაფართოებული…
ღორის ცხიმის სასარგებლო თვისებები: მითები და რეალობა