დღევანდელ სტატიაში გავიხსენებთ საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებულ ჰიგიენურ საშუალებებს, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ზოგიერთი მათგანი დღემდე არის გაყიდვაში. ამ სტატიაში შეხვდებით თქვენთვის ნაცნობ საშუალებებსაც.
საბჭოთა კავშირის დროინდელი ჰიგიენური საშუალებები
1. შამპუნები
საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული პროდუქციის შესახებ უფრო მეტად უფროსი თაობის წარმომადგენლებს ემახსოვრებათ. ცნობილია, რომ მაშინ შამპუნი ძირითადად შუშის ქილებში იყო მოთავსებული და ასე იყო ჩაშვებული გაყიდვაში.
შამპუნი იყო თხევადი და რთულად აქაფებადი. დასახელებაც საკმაოდ მარტივი უნდა ჰქონოდა: ”Лесной”,”Ивушка”,”Зайка”, ”Надежда” ან ”Татьяна”. ყველა შამპუნის შემადგენლობაში იყო საპონიზებული ცხიმოვანი მჟავების მარილები. სწორედ ამიტომ მისი თვალებში მოხვედრა ძალიან უსიამოვნო იყო განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან იწვევდა ძლიერ თვალების წვას.
იმ პერიოდში ასევე იყო კონცენტრირებული შამპუნები, რომელიც მეტალის ტუბებში იყო მოთავსებული. ერთ-ერთი მათგანი იყო ”Желтковый”, რომელიც დღემდე არის გაყიდვაში. როცა მოსკოვში გაიხსნა ”Свобода”-ს ქარხანა, მას შემდეგ შეიცვალა შეფუთვა და შამპუნების გამოშვება დაიწყეს პლასტიკის ბოთლებში.
თვალების წვას შედარებით ნაკლებად იწვევდა შამპუნები ”Вербена” и ”Селена”. თუმცა თვალების წვის პრობლემა ბავშვებისთვის მაშინ მოგვარდა სრულად, როცა ბაზარზე გამოჩნდა ბულგარეთში დამზადებული ”Кря-кря”-ს შამპუნი. ის ეხლაც იყიდება და მისი მიმზიდველი სურნელიც ალბათ ბევრ თქვენგანს ახსენებს ბავშვობას.
2. კბილის პასტები
საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 60-იან წლებში კბილების გასახეხად იყენებდნენ ფხვნილს, რომელიც შედგებოდა ცარცისა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისგან. ზოგჯერ მათ შემადგენლობაში ამატებდნენ პიტნას, მიხაკს ან ანისულს. გაგიკვირდებათ და ამ ფხვნილს ვერცხლის დანა-ჩანგლის გასაწმენდადაც იყენებდნენ.
კბილის პასტები შედარებით უფრო გვიან გამოჩნდა ასპარეზზე. შეიძლება რომელიმე მათგანი გეცნობათ კიდეც: ”Жемчуг”, ”Лесная”, ”Экстра” და ”Мятная”. ასევე იყო სამკურნალო კბილის პასტა ”Лесной бальзам” და ბავშვებისთვის: ”Детская”, ”Апельсиновая” და ”Чебурашка”.
3. საპონი
საბჭოთა კავშირის დროს ნამდვილად არ იყო საპნის მრავალფეროვნების ნაკლებობა. ისინი გამოიყენებოდა სხვადასხვა საჭიროებისთვის.
ყველაზე მოთხოვნადი საპონი იყო ე.წ. ”хозяйственное”. მიუხედავად უსიამოვნო სუნისა, ის დღემდე არ კარგავს თავის პოპულარობას. მას ხშირად გამოიყენებენ ჭრილობისთვის ანტისეპტიკურ საშუალებად, ჭურჭლის დასარეცხად, თეთრეულის დასარეცხად და ა.შ. ეს კიდევ მცირეოდენი ჩამონათვალია.
მიუხედავად ზოგადად ცნობილი სასარგებლო თვისებებისა, გირჩევთ ადგილზე გაეცნოთ პროდუქციის შემადგენლობას და ისე გააკეთოთ შენაძენი.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ ინფორმაციას.