როზმარინი და მისი სასწაული შედეგები. მისი მცირე დოზაც კი მეხსიერებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

როზმარინი და მისი სასწაული შედეგები. მისი მცირე დოზაც კი მეხსიერებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

როზმარინი არის პოპულარული სანელებელი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში. ის საუკეთესოა, როგორც ხორცის საკმაზი, არომატის მისანიჭებლად. მაგრამ, გარდა ამისა, ამ ბალახს გააჩნია ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებები.

მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ამ მცენარეში შემავალი კარნოზის მჟავა ტვიმს იცავს დაზიანებებისგან. წყალში დამატებული როზმარინი კოგნიტურ ფუნქციებს აძლიერებს.

მერილენდის უნივერსიტეტში ფიტოთერაპიის დოქტორის , ენდრიუ პენგელის მიერ ჩატარებულ კვლევაში დადასტურდა, რომ როზმარინის ფოთლების ფხვნილის გავლენა  კოგნიტურ ფუნქციებს საგრძნობლად აუმჯობესებს.

საშუალო ასაკის 28 ადამიანმა, რომელთაც არ ჰქონდათ ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა, როზმარინის ფხვნილის სხვადასხვა დოზა მიიღო. შემდეგ კი კოგნიტური შესაძლებლობის დონის შესამოწმებლად კომპიუტერული ტესტები გაიარეს.

მკვლევარები ადასტურებენ, რომ ამ მცენარის ყველაზე დაბალი დოზა მეხსიერებას უფრო შესამჩნევად აუმჯობესებენ, ვიდრე მისი მაღალი დოზა. ეს დადასტურდა 2012 წლის კვლევის მონაცემებზე და დადგენილი იქნა, რომ საკვებთან ერთად როზმარინის მცირე რაოდენობის მიღება უკეთეს ეფექტს იძლევა.

შეაფასეთ სტატია
როზმარინი და მისი სასწაული შედეგები. მისი მცირე დოზაც კი მეხსიერებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
დაკავშირებული სურათი
პომიდვრის კონსერვი ნივრითა და მწვანილებით – ყველა დიასახლისის საყვარელი რეცეპტი