სპირტის ნაყენი „მწვანე ბრილიანტი“ (ზილიონკა) ეს არის პირველი წამალი საქართველოში დაბადებული თითოეული ადამიანისათვის. ინფექციის თავიდან ასაცილებლად ჩვენთან მიღებულია ჭრილობის დამუშავება „მწვანე ბრილიანტის“ ხსნარით (ზილიონკით). ეს სასწაულმოქმედი ხსნარი თითოეულის ოჯახში მოიძებნება. ამ ხსნარით ჩვენ მივეჩვიეთ თავიდან ავიცილოთ დაზიანებები და ინფექციები მიღებული ჭრილობიდან. როგორ მოხდა ეს მწვანე ხსნარი მედიცინაში. რატომ გამოიყენება მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში თუ დაგვეღვარა ხელზე, ტანსაცმელზე, იატაკზე ან ავეჯზე.
რითი მოვაშოროთ „მწვანე ბრილიანტის“ ხსნარი ( ზილონკა).
„მწვანე ბრილიანტის“ (სილონკა) არაძვირადღირებული ხსნარია და გააჩნია ანტისებტიკური თვისებები, მაგრამ თუ წავისვამთ კანზე ან შემთხვევით დაგვეღვარა დიდი ხნის განმალობაშჰი შეგვახსენებს თავს ჩვენს დაუდევრობაზე, იმისათვის რომ მოვიშოროთ ან მოვაშოროთ საჭიროა სწორი ვარიანტის შერჩევა.
როგორ მოვიშოროთ მწვანე ბრილიანტი“ (ზილიონკა) კანიდან.
როდესაც „მწვანე ბრილიანტით“ დამუშავებული ჭრილობა დაიწყებს შეხორცებას, ჩნდება კითხა, როგორ მოვიშოროთ დარჩენილი ხსნარი კანიდან. არსებობს რამოდენიმე ვარიანტი: შეიძლება არაფერი ვიმოქმედოთ რადგან ადამიანის კანს გააჩნია განახლებისა და გაწოვების უნარი. მაგრამ არსებობს სხვა ვარიანტებიც: შეიძლება გამოვიყენოთ მათეთრებელი საშუალება ( ხლორკა) . ვიღებთ ნაჭერს ან ბინტის ნაჭერს და ვასველებთ მათეთრებლი საშუალებით (10-15 მლგ) შემდეგ გავიწმინდოთ კანი კარგად იქ სადაც „მწვანე ბრილიანტის“ ლაქაა დარჩენილი. ამ პროცედურის ჩატარების შრმდეგ არ დაგავიწყდეთ ხელის თბილი წყლით დაბანა. იმ ადამიანებს ვისაც ალერგია აქვს მათეთრებელზე (ხლორკაზე) შეიძლება გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი ან ნებისმიერი ალკოჰოლური საშუალება. პროცედურა კეთდება იგივენაირად დავასველოთ ბინტის ნაჭერი სპირტით ან ალკოჰოლური საშუალებით , შემდეგ კარგად გაიწმინდეთ ის ადგილი სადაც „მწვანე ბრილიანტის“ ხსნარი დაგეღვარათ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ხოლო ბავშვებისთვის და ადამიანებისთვის რომლებსაც მგრძნობიარე კანი აქვს შეიძლება გამოიყენონ ხელსახოცი დასველებული პერეკისით ეს საშუალება ნაკლებად ალერგიულია და უარყოფითად არ მოქმედებს ბავშზე ან მგრძნობიარე კანზე.
როგორ მოვიშოროთ „მწვანე ბრილიანტის“ (ზილიონკის) ლაქა ჩუთყვავილას შემდეგ.
ეს კარგი და უკვე კარგად გამოცდილი მეთოდია, ამისათვის საჭიროა: ცხიმიანი კრემი ან საბავშვო კრემი. ვიღებთ კრემს, წაისვამთ დაზილონკებულ დალაქავებულ ადგილებზე ცოტა ხნის განმალობაში იჩერებთ და შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ თბილი წლით და საპნის ქაფით. ეს პროცედურა გაიმეორედ რამოდენიმეჯერ ცოტახნიანია ინტერვალის განმალობაში.
როგორ გავწმინდოთ ავეჯი „მწვანე ბრილიანტის“ ლაქისგან
თუ შემთხვევით ავეჯზე დაგეღვარათ „მწვანე ბრილიანტის“ ხსნარი (ზილიონკა) ჩნდება კითხვა, როგორ მოვაშოროთ? გამოსავალო მარტივია. ყველაზე კარგი საშუალება არის მათეთრებელი, წაუსვით ის ლაქაზე და გააჩერეთ 5-10 წუთის განმალობაში, შემდეგ აიღეთ ჩოთქი ან ღრუბლის უხეში ზედაპირი და კარგად გაუსვით იმ ადგილას სადაც ლაქა არის. თუ ხელთ არ გაქვთ მათეთრებელი მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტის შემცველი სველი ხელსახოცები. მაგრამ თუ ლაქა რბილ ავეჯზეა აუცილებებელია ლაქის ამომყვანი საშუალება, რომელიც წასმიდან ნახევარი საათის განმალობაში უნდა გააჩეროთ და შემდეგ სველი ნაჭრით კარგად გაწმინდეთ.
როგორ მოვაშოროთ „მწვანე ბრილიანტი“ (ზილონკა) იატაკიდან.
თავდაპირველად აიღეთ მშრალი ნაჭერი ან ხელსახოცი და დაადეთ ზემოდან ისე რომ კარგად შეიწოვოს ზედმეტი ხსნარი ზედაპირიდან. შემდეგ აიღეთ ცოტაოდენი წყალი, თხევადი საპონი ან სარეცხი საპონი, (ნებისმიერი სარეცხი საშუალება) და მიღებული მასა კარგად წაუსვით დალაქავებულ ადგილას. იმ შემთხვევაში თუ ლაქა არ მოშორდა გამოიყენეთ ლაქის ამომყვანი და გააჩერეთ 10-15 წუთი. როდესაც გაშრება , სველი ნაჭრით კარგად გაწმინდეთ.
როგორ მოვაშოროთ“ მწვანე ბრილიანტის“ (ზილონკის) ხსნარი ტანსაცმლიდან.
თუ შემთხვევით „მწვანე ბრილიანტის“ (ზილიონკის) სნარი დაგვეღვარა ჯინსზე მის მოსაშორბლად საჭიროა: დალაქავებული ადგილი დავასველოთ გაუზავებელი აცეტონით და კარგად გავწმინდოთ, შემდეგ კარგად გავრეცხეთ.
თუ „მწვანე ბრილიანტის“ ხსნარი დაგეღვარათ თეთრ სამოსზე ან ნაჭერზე, დაასხით პერეკისი ხსნარი დალაქავებულ ადგილას და კარგად გაწმინდეთ რბილი ნაჭრით. 10 წუთის შემდეგ დალაქავებული ტანსაცმელი თბილ წყალში კარგად გარეცხეთ.
როგორ შეიქმნა „მწვანე ბრილიანტის“ ხსნარი
1856 წელს 18 წლის ინგლისელმა ქიმიკოსმა უილიამ პერკინმა ქვანახშირისგან შეეცადა შეექმნა მალარიის წამალი.
მის აღმოჩენა რევოლუციური აღმოჩნდა მან მიიღო სრული იისფერი სითხე, რომელსაც მოგვიანებით დაარქვეს „მაუვეინი“ (Mauveine) ინგლისურად ყვავილის დასახელება. შემდეგ ცდებმა აჩვენეს რომ „მაუვეინი“ ისე ღებავს აბრეშუმს რომ ფერი გარეცხვის შემდეგაც არ გადის და არც მზის სხივების მოხვედრა მოქმედებს უარყოფითად. მოგვიანებით სხვა ბუნებრივი საღებავები შეურიეს და 2000 -ზე მეტი ხელოვნური ფერი მიიღეს. მათ შორის „მწვანი ბრილიანტიც“. ქიმიკოსები ამ საღებავებს გამოიყენებდნენ წამლებისთვის , რომ უკეთ დაკვირვებოდნენ მიკროსკოპის ქვეშ მიკროორგანიზმებს და ბაქტერიებს. 1879 წელს გერმანელმა მეცნიერებმა აღნიშნეს რომ „მწვანე ბრილიანტის“ ფერის შერევით მიკროორგანიზმები და ბაქტერიები იღუპებიან. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ დაიწყეს მისი მედიცინაში გამოყენება.
„მწვანე ბრილიანტის“ ხსნარი განსაკუთრებით პოპულარულია ყოფილა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზების გამო: ის ანტისეპტიკურია, იაფასიანია, და დიდხანს ძლებს. ის დღემდე გამოიყენება და თითოეული ოჯახში მოიპოვება, მაგრამ სხვა დანარჩენი დასავლეთის ქვეყნებში მას არ გამოიყენებენ. რატომ არ გამოიყენებენ მას დასავლეთის ქვეყნებში? რა არის ამის მიზეზი? ზუსტი პასუხი ამაზე არ არსებობს მაგრამ არსებობს რამოდენიმე ვერსია რომლითაც ცდილობენ ამის ახსნას.
ესთეთიკური ფაქტორი.
პირველ რიგში მწვანე ლაქები ძალიან მკვეთრი ფერისაა და კანზე ძალიან ცუდად ჩანს. დასავლეთში ამჯობინებენ გამოიყენონ სხვა უფერული ანტისეპტიკური საშუალებები, უფერული გელები, მაზები და ხსნარები
არასკმარისი მტკიცებულება.
დასავლეთის ქვეყნებში გამოიყენებენ ისეთ მედიკამენტებს რომლებიც კარგად არის გამოკვლეული და დამკიცებულია მისი ეფექტურობა, ხოლო „მწვანე ბრილიანტი“ არასაკმარისად არის შესწავლილი და მასზე შედარებით ნაკლები კვლევებია ჩატარებული და ბოლომდე მაინც არ არის დამტკიცებული მისი ეფექტურობა. იმისათვის რომ დამტკიცდეს მისი ეფექტურობა ამისათვის საჭიროა ჩატარდეს ძვირად ღირებული ცდები, მაგრამ ამას არავინ გააკეთებს ამ ძველი პრეპარატის გამო.
არასაკმარისი ეფექტურობა.
„მწვანე ბრილიანტის“ ხსნარი – ეს არის სპირტის შეღებილი ხსნარი. ანტისეპტიკური საშუალება ამ შემთხვევაში სპირტია, რომელიც ძალიან აშრობს კანს (და არა ფერი). თუ ამ ხსნარით დაამუშავებთ გამონაყარს ან სხვა ჭრილობას თუ არ იცით რასთან გაქვთ საქმე შეიძლება უფრო სავალალო შედეგი მიიღოთ. ამიტომ ექიმები გვირჩევენ და დამტკიცებული ფაქტიც არის , რომ ჭრილობა ჯერ უნდა დამუშავდეს, თავდაპირველად წყლით და საპნით და შემდეგ გამოყენებულ იქნას სხვა თანამედროვე პრეპაარტები, მაგრამ თუ ეს პრეპაარტები ხელთ არ გაქვს მაშინ შეიძლება გამოიყენოთ ეს უბრალო და ყველასათვის ხელმისაწვდომი დროებითი საშუალება, „მწვანე ბრილინატი”.