რატომ უნდა შეიძინოთ ბუნდოვანი შემადგენლობის მქონე ყველი, როცა მისი დამზადება სახლშიც შეგიძლიათ? თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დაამზადოთ უგემრიელესი რბილი ყველი იოგურტისგან და რძისგან სახლის პირობებში.
როგორ მოვამზადოთ რბილი ყველი სახლის პირობებში?
იმისთვის, რომ ყველი იდეალური გამოვიდეს, საჭიროა გაამზადოთ სპეციალური ჭურჭელი. არც ისე დიდ პლასტმასის ღრმა ჭურჭელს გაუკეთეთ ძირზე ნახვრეტები. ასეთი ჭურჭელი იდეალურია ყველის მომზადების საბოლოო ეტაპისთვის.
დაგჭირდებათ:
- 1 ლ. რძე
- 200 გრ. იოგურტი
- 3 ცალი კვერცხი
- 7 გრ. მარილი
- 30 გრ. ბაზილიკი
მომზადების წესი:
1. ათქვიფეთ კვერცხი ღრმა ჭურჭელში, დაუმატეთ სქელი იოგურტი და კარგად გადაურიეთ.
2. რძე ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ მარილი და დადგით ცეცხლზე. წამოდუღების შემდეგ აქტიურად მოურიეთ და ცეცხლს დაუწიეთ. ნელ-ნელა თანაბრად შეურიეთ იოგურტის მასა და თან განაგრძეთ მორევა.
3. წვრილად დაჭერით ბაზილიკი, დაუმატეთ რძეს და ხარშეთ კიდევ 5-6 წუთი.
4. გადაიტანეთ მასა მარლაზე, გაახვიეთ და დადეთ საწურზე. დაელოდეთ, სანამ მასა მთლიანად არ დაიწრიტება სითხისგან.
5. როცა სითხე ბოლომდე ჩამოიწურება, გადაიტანეთ მარლაში გახვეული მასა წინასწარ მომზადებულ პლასტმასის ჭურჭელში. გადააფარეთ ზევიდან მარლა და დაადეთ სიმძიმე. დატოვეთ ასე 3 საათით.
ფორმის უკეთესად შესანარჩუნებლად შეგიძლიათ ყველი მოათავოსთ მაცივარში. ამის შემდეგ მოხსენით მარლა, გადაიტანეთ, დაჭერით და გემრიელად მიირთვით.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.