პურის სწორად შენახვის 3 მეთოდი
1. შეარჩიეთ სწორი საპურე
ჩვენ გვქონდა პლასტმასის ულამაზესი საპურე, მაგრამ სამწუხაროდ პური ძალიან მალე გვიფუჭდებოდა მასში. ახლობლის რჩევით შევიძინე ხის საპურე და ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. მართალია ის შედარებით ძვირადღირებულია, მაგრამ ყოველდღიურად პურის გადაყრას ნამდვილად ჯობია ხარისხიანი საპურის შეძენა.
2. შეინახეთ ქვაბში
ეს ვარიანტი ხის საპურის შესანიშნავი ალტერნატივაა. პური ჯერ უნდა გაახვიოთ პირსახოცში და შემდეგ მოათავსოთ ქვაბში. მასთან ერთად შეგიძლიათ მოათავსოთ 1 ვაშლი, კარტოფილი და მოაყაროთ ცოტაოდენი მარილი. ამის შემდეგ დააფარეთ თავსახური.
3. შეინახეთ მარილთან ერთად
ეს ხრიკი ყველაზე მეტად მომეწონა. როგორც აღმოჩნდა პურ-ფუნთუშეულის ობისგან დასაცავად საჭიროა მათი შენახვის ადგილზე პატარა ჭურჭლით მარილის დადება. ის იცავს საპურეს ობის გაჩენისგანაც. თუმცა მნიშველოვანია ისიც, რომ საპურე კარგად უნდა იხურებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მარილი უსარგებლო აღმოჩნდება.