ზეითუნის ზეთი ხელის კანისთვის: რატომ უნდა წავისვათ ის ხელზე ჭურჭლის გარეცხვამდე

ზეითუნის ზეთი ხელის კანისთვის: რატომ უნდა წავისვათ ის ხელზე ჭურჭლის გარეცხვამდე

ალბათ თითოეულ თქვენგანს დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც უწევს ჭურჭლის დარეცხვა და დარწმუნებული ვარ უმეტესობა უშვებს ერთი და იგივე შეცდომას. აღიარეთ რამდენად ხშირად იცმევთ ხელთათმანს? დარწმუნებული ვარ, რომ ამას ყველაზე რთულ შემთხვევებში აკეთებთ არადა ხელების დაცვა ყოველთვისაა საჭირო. ამისთვის ზეითუნის ზეთი ყველაზე იდეალური არჩევანია.

ზეითუნის ზეთი ხელის კანისთვის: რატომ უნდა წავისვათ ის ხელზე ჭურჭლის გარეცხვამდე
ეს მარტივი ხრიკი დაიცავს თქვენს ხელებს ქიმიური საშუალებების მავნე ზემოქმედებისგან. მეც პირადად დიდად არ მიყვარს რეზინის ხელთათმანებით ჭურჭლის გარეცხვა, რადგან ხშირად წყალი მაინც ხვდება შიგნით. ეს ხრიკი პრაქტიკულად რიტუალად იქცა ჩემთვის და იმედია თქვენც გამოგადგებათ.

როგორ დავიცვათ ხელები ზეითუნის ზეთის დახმარებით

მომზადებას მხოლოდ ორი წუთი დაჭირდება. აიღეთ რამოდენიმე წვეთი ზეთი და გადაინაწილეთ ხელებზე. ეცადეთ კარგად შეიზილოთ ის კანში.

ზეითუნის ზეთი ხელის კანისთვის: რატომ უნდა წავისვათ ის ხელზე ჭურჭლის გარეცხვამდე
მოიცადეთ 1 წუთი რათა ზეთი კარგად შეიწოვოს კანმა. ასე მისი დამცავი მოქმედება ბევრად ძლიერდება და წარმოიქმნება თხელი დამცავი ფენა.

ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ შეუდგეთ ჭურჭლის რეცხვას. ჩვეულებრივი წყალი ნამდვილად ვერ ჩამორეცხავს ზეთს და ქიმიურ საშუალებებსაც კი დაჭირდებათ გარკვეული პერიოდი დამცავი ფენის დასაშლელად.

ზეითუნის ზეთი ხელის კანისთვის: რატომ უნდა წავისვათ ის ხელზე ჭურჭლის გარეცხვამდე
ამ პროცედურის კიდევ ერთი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ კანი ხდება ბევრად რბილი და გლუვი, რადგან ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს. გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი ხელის და სახის კანის მოსავლელად.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ზეითუნის ზეთი ხელის კანისთვის: რატომ უნდა წავისვათ ის ხელზე ჭურჭლის გარეცხვამდე
”ჯადოსნური წამალი” – ის შეგინარჩუნებთ სილამაზეს, ჯანმრთელობას და კარგ განწყობასაც კი.