მართალია იოდის დეფიციტი ყველაზე ხშირად იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას, მაგრამ მან შესაძლოა გამოიწვიოს სხვა მეტად სერიოზული დაავადებებიც. მისი გამოვლენა ხდება სრული სამედიცინო შემოწმების შედეგად. საჭიროა კონსულტაცისი გავლა ენდოკრინოლოგთან, პულმონოლოგთან, ნევროლოგთან და გასტროენეტეროლოგთანაც კი. ჩვენი მხრიდან კი გვინდა ყურადღება მივაქციოთ იმ პროდუტთა ჩამონათვალს, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე.
ფარისებრი ჯირკვლის 6 მტერი
შაქარი
ის მავნეა არა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლისთვის, არამედ ბევრი სხა ორგანოსთვისაც. ფარისბრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების მურნალობისას დიდი ყურადღბა ექცევა სიხლში შაქრის დონეს. მისი შემადგენლობის მქონე პროდუქტების ხშირი გაოყენება იწვევს ორგანოს გადატვირთვას, რაც შემდეგ იწვევს ინსულტის პროვოცირებას. ჩვენ გირჩევთ თავი აარიდოთ ტკბილი წვენების, გაზირებული ტკბილი სასმელების და ბევრი სხვა ტკბილეულის გამოყენებას. მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვთ თქვენი ჯანმრთელობისთვის.
სოიო
ამ პროდუქტის სიაში აღმოჩენა ბევრს გაუკვირდება, რადგან ის ითვლება ჯანსაღი კვების პროდუქტად. სოიო ამცირებს სინთეტიკური ჰორმონების დონეს. თუ თქვენ ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებს ღებულობთ, სოიო გამოიყენეთ მისი მიღებიდან მხოლოდ რამოდენიმე საათის შემდეგ. ორგანიზმში იოდის დეფიციტის დროს სოიოს შემადგენლობაში მყოფ იზოფლავონებს შეუძლიათ უფრო შეამცირონ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების უნარი.
შემწვარი პროდუქტები
ნებისმიერი შემწვარი პროდუქტი არ არის სასარგებლო. აქ საქმე მხოლოდ ჭარბ წონაში არ არის, არამედ ის ნეგატიურად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებაზე. თუ თქვენ მიდრეკილი ხართ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისკენ, მაშინ რაციონიდან უნდა ამოიღოთ ასეთი პროდუქტები. თუმცა ისედაც არ არის ცუდი რაციონში მისი შემცირება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემა.
კომბოსტო
ამ სიაში შედის ყვავილოვანი კომბოსტო, თეთრი კომბოსტო და ბროკოლი. ამ პროდუქტების სასარგებლო თვისებების შესახებ ყველასთვის ცნობილია, მაგრამ არის ერთი მაგრამ: ამ პროდუქტებს ასევე შეუძლიათ დაარღვიონ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, როცა ორგანიზმს უკვე აქვს იოდის დეფიციტი. თუ თქვენი კვების რაციონი მრავალფეროვანია და კომბოსტო მხოლოს მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მაშინ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
მარცვლეული
ისინი შეიცავენ გლიადინს – ეს არის ორგანიზმისთვის აბსოლუტურად უცხო ცილა. ის იწვევს ალერგიის პროვოცირებას. ფარისებრი ჯირკვალი ისედაც გამოიმუშავებს მის მსგავს ნივთიერებას. რაც უფრო მეტ მარცვლეულს მიირთმევთ, მით უფრო მეტ ანტიალერგენს გამოიმუშავებს იმუნური სისტემა, რომლებიც მოქმედებენ ფარისბერი ჯირკვლის მუშაობაზე.
ყავა
ექიმები ამბობენ, რომ ერთი ფინჯანი ყავა ნამდვილად არ შეგიქმნით საფრთხეს, მაგრამ მისი ზედმეტი გამოყენება ნამდვილად იმოქმედებს თირკმელზედა და ფარისბერი ჯირკვლის მუშაობაზე. ამ დროს თორკმელზედა ჯირკვალი სისხლში გამოყოფს ზედმეტად ბევრ ადრენალინს და ნორეპინეფრინს, რომლებიც მოქმწედებენ ისეთ ემოციებზე როგორიცაა შიში და მრისხანება.
თუ თქვენ ასეთი პროდუქტების გამოყენებას შეამცირებთ, ძალიან მალე შენიშნავთ უკეთესობას.
ფარისებრი ჯირკვლის 6 მეგობარი
ზღვის კომბოსტო
ის შეიცავს 40-მდე მიკროელემენტს და მინერალს, ასევე იოდს რომელიც იცავს ფარისებრ ჯირკვალს მთელი რიგი დაავადებებისგან. რეკომენდირებულია მისი ყოველდღიურად გამოყენება.
ხურმა
ეს პროდუქტიც ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, ასევე რკინას, А, С და Р ვიტამინებს. მართალია ამ ხილით ვერ დატკბებით მთელი წლის მანძილზე, მაგრამ შესაძლებელია მისი გაყინვა.
ზღვის პროდუქტები
ისინი მდიდარია თუთიით და B12 ვიტამინით. მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენს ყოველდღიურ რაციონში ერთი თევზის კერძი მაინც იყოს. თუ ვერ ყიდულობთ ცოცხალს, შესაძლებელია დაკონსერვებურის მიღებაც.
ისპანახი
ეს პროდუქტი მდიდარია ლუტეინით და კაროტინოიდებით, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის.
მოცვი
შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების წყალობით ის აგვარებს ნებისმიერ ჰორმონალურ დარღვევას და გაგანთავისუფლებთ დაავადების გარეგანი სიმპტომებისგან.
ვაშლი
ამ ხილის კურკა შეიცავს იოდის დღიური ნორმის 15%-ს. ვაშლი ეხმარება ფარისებრ ჯირკვალს სიმსივნური უჯრედების გაჩენისგან თავის დაცვაში. ექიმები მას ნამდვილ ვიტამინების კოქტეილს უწოდებენ.
თქვენ უკვე იცით, რომ შესაძლებელია სახლის პირობებშიც თავი დაიცვათ საკვები ნივთიერებების დეფიციტისგან, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემისგან და ჰორმონალური დარღვევისგან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის საჭირო ან უკვე დაწყებული, რომ უნდა მიატოვოთ.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!