მოდის ცვალებადობის მიუხედავად, სილამაზის ინდუსტრიაში ბუნებრივობა მუდამ ტრენდშია. თუ გადავავლებთ თვალს თანამედროვე მოდის წამყვანი ქალაქების მაცხოვრებლებს შეიძლება ითქვას, რომ ისინი თითქოს რაიმე ბიუთი რევოლუციისთვის ემზადებიან. მათ კოსმეტიკურ ჩანთაში აღმოაჩენთ უამრავ კოსმეტიკურ საშუალებას.
სულ უფრო ხშირად ფრანგული მოდის კვირეულზე მოდელები ჩნდებიან ფაქტიურად უმაკიაჟოდ. ისინი მხოლოდ ორ რამე იყენებენ, ესენია: ტუში და ტუჩის უფერული საცხი ან მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი. ეხლა უკვე მოდა ბუნებრივი სილამაზის მხარდამჭერია.
უამრავი ქალბატონი იმდენად მიეჩვია კანის გარკვეული დეფექტების ტონალური კრემის ქვეშ დამალვას, რომ მათ ვერც კი წარმოუდგენიათ მის გარეშე გარეთ გასვლა. ამ ჩვევისგან და მიჯაჭვულობისგან გასანთავისუფლებლად უბრალოდ უნდა იცოდეთ თუ როგორ უნდა მოუაროთ კანს სწორად. ამ სტატიაში ჩვენ დიდი სიხარულით გაგანდობთ გლუვი კანის მიღების საიდუმლოს.
სახის ნიღაბი კომბოსტოსგან
უნივერსალური ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის: წინასწარ გასუფთავებულ კანზე დაიდეთ სქელი ფენა კომბოსტოს მწნილი და დაიტოვეთ 15-20 წუთი.
ნიღაბი მშრალი კანისთვის: ფაფისებური მასის მიღებამდე მოხარშეთ რძეში დაჭრილი კომბოსტო. მიღებული მასა წაისვით სახეზე და ყელზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით ან გვირილის ნაყენით.
ნიღაბი ძალიან მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის: რძეში მოხარშულ კომბოსტოს ფაფას აურიეთ კვერცხის გული და მცენარეული ცხიმი. წაისვით სახეზე 20 წუთით.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: გაატარეთ კომბოსტო ხორცის გასატარებელ მანქანაში და აურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა. მიღებული მასა თანაბრად გადაინაწილეთ სახეზე და ყელზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ნიღაბი ნორმალური სახის კანისთვის: გაატარეთ კომბოსტო და მიღებული მასა შეიზილეთ სახეზე და კისერზე 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
სახის კანის გამათეთრებელი ნიღაბი: მჟავე კომბოსტოს წვენში დაასველეთ ქსოვილის ხელსაწმენდი. კარგად გაწურეთ და დაიდეთ სახეზე 10 წუთით.
ამ ნიღბების გამოყენება არ შეიძლება კვირაში ორ ჯერზე ხშირად. სასიამოვნო ცვლილებებს შენიშნავთ პირველივე გამოყენების შემდეგ. თქვენი კანი გახდება მბზინვარე და გლუვი.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.