როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი

როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი

ბაყაყურა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ. მას მეორე ნაირად რძილს ეკალსაც ეძახიან –  ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სარეველა ბალახია, მაგრამ მისი სამკურნალო თვისებების შეფასება უბრალოდ შეუძლებელია. ამ მცენარეს იყენებენ კოსმეტოლოგიაში და თითქმის ყველა მედიცინის სფეროში, მათ შორის თანამედროვეშიც. დღეს ჩვენ გიამბობთ როგორ უნდა მოიხმაროთ ბაყაყურა სწორად და რა რისკებთანაა ეს დაკავშირებული.

რითი არის ბაყაყურა (რძის ეკალი) სასარგებლო

როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი

საკვებთან, მედიკამენტებთან და ბინძურ ჰაერთან ერთად ჩვენს ორგანიზმში ხვდება შლაკები და ტოქსინები. ბაყაყურას ზეთს შეუძლია ორგანიზმის გაწმენდა ამ მავნე ნივთიერებებისგან. მას ძირითადად ღვიძლის გასაწმენდად იყენებენ. ეს საშუალება ძალია ეფექტურია ციროზის, გაცხიმოვნებული ღვიძლის, ჰეპატიტის, სიყვითლის და სხვა დაავადებების დროს.

ბაყაყურას ზეთი საკმაოდ კარგად ხასიათდება ონკოლოგიური დაავადებების დროს გამოსაყენებლადაც. ეს საშუალება ხელს უშლის სიმსივნის უჯრედების ზრდას და უფრთხილდება მეზობელ უჯრედებს. ამ მცენარის თესლში არსებული ნივთიერება სილიმარინი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის. სილიმარინის დახმარებით ღვიძლი უკეთესად რეაგირებს სისხლში ინსულინის რაოდენობაზე და გლუკოზის დონე სტაბილურდება.

რძის ეკალის ზეთი ინიშნება თირკმლის უკმარისობის დროს კენჭების წარმოქმნის პორფილაქტიკისთვის.

როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი

ზეთის შემადგენლობაში მყოფი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს სისხლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შლაკებისგან გაწმენდას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ხელს უწყობს წონის დაკლებას და ანელებს დაბერების პროცესს.

ბაყაყურას ზეთით მკურნალობენ ალერგიას, მას ნიშნავენ სხვადასხვა ტიპის ანთების დროს და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

2015 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბაყაყურა ზრდის ოქსიდაციური სტრესისადმი წინააღმდეგობის უნარს – რაც ძირითადად არის ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი. ამის წყალობით ბაყაყურა აძლიერებს ტვინის კოგნიტურ ფუნქციას და კურნავს ნეირონების დეგენერაციული მდგომარეობას, რომელიც მოქმედებს აზროვნების პროცესზე.

რძის ეკალი ხელს უშლის მენოპაუზის დროს  ესტროგენის ჰორმონის ნაკლებობით გამოწვეული ძვლოვანი მასის დაკარგვას.

როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი

როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი

მას ყველაზე ხშირად იღებენ ღვიძლის გამო, ალკოჰოლით, მედიკამენტებით ან უხარისხო საკვებით მოწამვლის შემდეგ. რძის ეკალის ზეთი ხელმისაწვდომია ნებისმიერ აფთიაქში საკვები დანამატის სახით. დოზის სტანდარტული რაოდენობა არ არსებობს, ამიტომ აუცილებლად გაეცანით შეფუთვაზე დოზირების წესებს. პროფილაქტიკის მიზნით დასაშვებია დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ჩ.კ.-ს მიღება. ორგანიზმის სიღრმისეული წმენდის ჩასატარებლად ძირითადად ინიშნება დღეში 1-3 ჯერ 150 გრ.

თუ ზეთს საკვებს დაუმატებთ სუფრაზე მიტანამდე, მაშინ ის უფრო სასარგებლო გახდება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ თერმული დამუშავების დროს ზეთი კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას. ბაყაყურა ასევე აძლიერებს სახლში მომზადებული კრემების და ნიღბების ეფექტურობას, თუ დაუმატებთ რამოდენიმე წვეთ ზეთს.

ბაყაყურას უკუჩვენება და მასთან დაკავშირებული რისკები

როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი

მიუხედავად ამდენი სასარგებლო თვისებისა, ბაყაყურას მაინც აქვს გარკვეული უკუჩვენებები:

  1. დიარეა, შებერილობა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი.
  2. ალერგია (განსაკუთრებით მათთვის, ვინც მგრძნობიარეა გვირილის, ამბროზიის, ქრიზანთემების მიმართ)
  3. ესტრიგენის დონის შემცირება, რაც ზრდის ენდომეტრიოზის რისკს.
  4. სისხლში გლუკოზის დონის ძლიერი დაცემა.

როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი

თავი შეიკავეთ რძის ეკალას მირებისგან, თუ თქვენ სვავთ ალერგიის საწინააღმეგო, ანტიდეპრესანტულ და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოკვლეული, თუ რა გავლენას ახდენს ის ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ქალის ორგანიზმზე, ამიტომ ამ პერიოდში უარი თქვით მის მიღებაზე.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია