არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, კანი ნებისმიერ დროს საჭიროებს რეგულარულ მოვლას. სახის დაბანა და კრემის გამოყენება არ ითვლება. აუცილებელია პილინგის და ნიღბების გამოყენება, რომლებიც იცავენ სახის კანს, ამდიდრებენ მას სასარგებლო ნივთიერებებით და ხელს უშლიან დაბერების პროცესს. თაფლის პილინგი ერთ-ერთი ასეთი სახეობაა, რომელიც ძალიან ეფექტურია.
რომელი თაფლი ავირჩიოთ
რომელი თაფლიც არუნდა აირჩიოთ, ეფექტს მიაღწევთ ნებისმიერ შემთხვევაში. თუმცა ყველაზე სასარგებლოდ ითვლება ჩაის ხის თაფლი. რატომ? საქმე იმაშია, რომ ის ყველაზე ძლიერი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტისეპტიკური საშუალებაა.
შეგიძლიათ ასევე დაამზადოთ ჩაის ხის თაფლის ნიღბებიც, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა თქვენი სახის კანისთვის: ის არბილებს, ატენიანებს, კვებავს ვიტამინებით და მინერალებით, ებრძვის სიწითლეებს, გამონაყარს, ცხიმის საცობებს და აქვს მატონიზირებელი ეფექტი.
თაფლის პილინგი სახლის პირობებში
თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 1,5 ს.კ. თაფლი. პირველ რიგში სახე უნდა დაიორთქლოთ, რადგან ასე პროცედურა ბევრად ეფექტური იქნება. ამისთვის გვირილის აბაზანა ყველაზე ეფექტურია.
წაისვით თაფლი მთელს სახეზე, მაგრამ არა თვალის და თუჩების გარშემო. განსაკუთრებით პრობლემურ ზონებზე წაისვით ორი ფენა. გაიჩერეთ 10 წუთი. ეს დრო სავსების საკმარისია რათა თაფლი მოხვდეს ფორებში.
შემდეგ დაიწყეთ სახეზე თითებით მსუბუქად დატყაპუნება. პროცედურა უნდა გაგრძელდეს 10 წუთი. ამ დროის მანძილზე თქვენ მარტივად განთავისუფლდებით შავი წერტილებისგან და გაუხეშებული კანისგან.
ნარჩენები ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პირველივე პროცედური შემდეგ თქვენ შეამჩნევთ, რომ კანი გახდება გლუვი და სუფთა. კიდევ ერთი უპირატესობა: სალონური პროცედურებისგან განსხვავებით, ამ პროცედური შემდეგ თქვენი კანი ნამდვილად არ დაემსგავსევა პამიდორს.
თუ თქვენ გნებავთ თაფლის პილინგის ეფექტურობის გაძლიერება, მაშინ დაუმატეთ მას ცოტაოდენი სოდა და რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ამ შემთხვევაში მისი გამოყენების წესი იგივე რჩება.
ვინ არ უნდა გამოიყენოს თაფლის პილინგი
თუ თქვენ ძალიან ნაზი და მგრძნობიარე კანი გაქვთ, მაშინ თაფლის გამოყენება კოსმეტოლოგიური მიზნებისთვის არაა რეკომენდირებული. ეს პროდუქტი ასევე იწვევს ალერგიულ რეაქციას. ამ პილინგის გამოყენება ასევე არაა რეკომენდირებული სისხლძარღვების გაფართოების, კაპილარების და სახეზე ჭარბთმიანობის დროს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.