წარმოუდგენლად გემრიელი ანანასის დესერტები: 2 რეცეპტი

წარმოუდგენლად გემრიელი ანანასის დესერტები: 2 რეცეპტი

თუ თქვენ სახლში აღმოაჩენთ ერთ ქილა დაკონსერვებულ ანანასს, მაშინ დროა დაამზადოთ მისგან უგემრიელესი დესერტი. ამისთვის დაგჭირდებათ ცოტაოდენი დრო და დამატებით რამოდენიმე ინგრედიენტი. ჩვენ გთავაზობთ 2 არაჩვეულებრივ რეცეპტს. გპირდებით, რომ ეს დესერტები თქვენი ოჯახის წევრების და სტუმრების გულს მაშინვე დაიპყრობს!

ანანასის დესერტები: 2 საუკეთესო რეცეპტი

ანანასის ”ტარტი ტატენი”

წარმოუდგენლად გემრიელი ანანასის დესერტები: 2 რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 220 გრ. ნაღების კარაქი
  • 50 მლ. წყალი
  • 150 გრ. ყავისფერი შაქარი
  • 190 გრ. ხორბლის ფქვილი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 150 გრ. შაქარი
  • 8 გრ. გამაფხვიერებლი
  • 50 გრ. არაჟანი
  • 1 ცალი ლიმონის ცედრა
  • კონსერვირებული ანანასის 8 რგოლი
  • ”კოქტეილის ალუბალი” გემოვნებით

მომზადების წესი:

Thank you for watching!
  1. მოამზადეთ კარამელი. ღრმა ქვაბში აურიეთ წყალი და 70 გრ. ნაღების კარაქი. მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ ყავისფერი შაქარი. როცა მიიღებთ ერთგვაროვან მასას, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან.
  2. გაცერით ხორბლის ფქვილი და აურიეთ გამაფხვიერებელს.
  3. ათვქიფეთ 150 გრ. დარბილებული ნაღების კარაქი და შაქარი თეთრი ფუმფულა მასის მიღებამდე. ნელ-ნელა შეიყვანეთ 1-1 კვერცხი და თან თქვიფეთ.
  4. დაუმატეთ 25%-იანი არაჟანი, ფქვილის და გამაფხვიერებლის ნარევს. დაუმატეთ წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა და კარგად მოურიეთ.
  5. საცხობ ფორმაზე დააფნეთ პერგამენტი და ჩაასხით კარამელი (გადაანაწილეთ თანაბრად). ამის შემდეგ დააწყვეთ ანანასის რგოლები და თითოეულის გულში მოათავსეთ კოქტეილის ალუბალი.
  6. დაასხით ზევიდან ცომი და მოათავსეთ 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35 წუთით. მომზადებული დესერტი მაშინვე გადმოაბრუნეთ. გემრიელად მიირთვით!

დესერტი ”ძველი რიგა”

წარმოუდგენლად გემრიელი ანანასის დესერტები: 2 რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 80 გრ. ხორბლის ფქვილი
  • 380 გრ. შედედებული რძე
  • 1 ცალი კვერცხი
  • ვანილის შაქარი გემოვნებით
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 400 გრ. ხაჭო
  • 200 მლ. ნაღები
  • 1 ქილა დაკონსერვებული ანანასი
  • ქიშმიში გემოვნებით
  • 550 მლ. ანანასის წვენი
  • 20 გრ. სწრაფად ხსნადი ჟელატინი

მომზადების წესი:

Thank you for watching!

ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ 190 გრ. შედედებული რძე, კვერცხი, მარილი, ვანილის შაქარი და კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შეურიეთ ხორბლის ფქვილი და გამაფხვიერებელი. გადაურიეთ შედედებული რძის ნარევი. ისევ ათქვიფეთ ინგრედიენტები.

ჩაასხით ცომი წინასწარ პერგამენტ ჩაფენილ საცხობ ფორმაში, გაასწორეთ ზედაპირი სილიკონის კოვზით და მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.

ჟელატინს დაასხით 50 მლ. ანანასის წვენი.

ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ ხაჭო, დაასხით ნაღები და დააბლენდერეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ 190 გრ. შედედებული რძე და 500 მლ. ანანასის წვენი. ისევ დააბლენდერეთ.

ჩაასხით ჟელატინის მასაში და კარგად აურიეთ.

ფორმაში ჩააფინეთ საკვები პოლიეთილენი. დააწყვეთ ძირზე 8 ცალი ანანასის რგოლი, ხოლო მათ ცენტრში მოათავსეთ ქიშმიში. დაასხით მას შედედებული რძისგან მომზადებული მასის ნახევარი.

დანარჩენი ანანასი დაჭერით კუბიკებად და დააწყვეთ ზევიდან. ამის შემდეგ დაასხით დარჩენილი მასა. ბოლოს დაფარეთ უკვე გაციებული ბისკვიტით და მოათავსეთ მაცივარში 2,5 საათით. თქვენი დესერტიც მაზდაა!

ეს დესერტები გამოირჩევა დაუვიწყარი არომატით. უბრალოდ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შესაძლოა ის ერთიანად შემოგეჭამოთ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

გემრიელად მიირთვით!

შეაფასეთ სტატია
წარმოუდგენლად გემრიელი ანანასის დესერტები: 2 რეცეპტი
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენ ყოველდღე დაღეჭავთ მიხაკს