შავი ნიღაბი სახის კანისთვის: როგორ დავამზადოთ ის სახლის პირობებში

შავი ნიღაბი სახის კანისთვის: როგორ დავამზადოთ ის სახლის პირობებში

თუ თქვენ დიდი ხანია გაინტერესებთ თუ რას წარმოადგენს ცნობილი შავი ნიღაბი (Black Mask), მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა. არ მოგიწევთ ზედმეტი თანხის დაკარგვა, შედეგი კი იგივე იქნება!

შავი ნიღაბი სახის კანისთვის: როგორ დავამზადოთ ის სახლის პირობებში
გლუვი კანი სუფთა ფორებით – ეს ბევრის ოცნებაა. შავი ნიღბის მწარმოებელი გვპირდება განსაკუთრებულ ეფექტს, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულიცაა მისი პროდუქტი. ჩვენ გთავაზობთ ამ კოსმეტიკური საშუალების სახლის პირობებში მომზადების რეცეპტს.

როგორ მოქმედებს სახის შავი ნიღაბი

ამ პროდუქტის მთავარი ამოცანა სახის გაწმენდაა. ეს ნიღაბი გვპირდება ყველაზე ღრმა ფორების გაწმენდასაც კი. პირველი პროცედურის შემდეგ კანი ვერ შეიძენს იდეალურ მდგომარეობას, მაგრამ რეგულარული მოხმარებისას თქვენი კანი მთლიანად გაიწმინდება.

ყველაფერთან ერთად თქვენ მიიღებთ პილინგის ეფექტს. ეს ნიღაბი მოგაცილებთ კანის გაუხეშებულ ნაწილებს. ამ ნიღაბის აქვს კანის ასაჭიმი ეფექტიც.

შავი ნიღაბი სახის კანისთვის: როგორ დავამზადოთ ის სახლის პირობებში
ამ ნიღბის მთავარი ინგრედიენტია გააქტიურებული ნახშირი. მისი წყალობით ამ ნიღაბს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ამდიდრებს კანს სასარგებლო მიკროელემენტებით.

შავი ნიღაბი სახის კანისთვის

დაგჭირდებათ:

  • 3 აბი გააქტიურებული ნახშირი
  • 1 ს.კ. სწრაფად ხსნადი ჟელატინი
  • 20 მლ. თბილი რძე

შავი ნიღაბი სახის კანისთვის: როგორ დავამზადოთ ის სახლის პირობებში
მომზადების და გამოყენების წესი:

  • თბილ წყალში ჩაყარეთ ჟელატინი და დაელოდეთ მის გაფუებას. პარარელურად დაფშვენით ნახშირის აბები. დაუმატეთ ნახშირი ჟელატინს და კარგად გადაურიეთ.
  • წინასწარ გასუფთავებულ კანზე წაისვით ნიღაბი. დაელოდეთ სანამ პირველი ფენა გაშრება და ამის შემდეგ წაისვით მეორე ფენაც. ასე განაგრძეთ სანამ მომზადებულ ნიღაბს ბოლომდე არ გამოიყენებთ.
  • გაიჩერეთ ნიღაბი იქამდე, სანამ ნიღაბი კარგად არ შეგაშრებათ სახეზე. ამას დაჭირდება დაახლოებით 30-40 წუთი.
  • ნიღბის მოსახსნელად ნელა აწიეთ ის ნიკაპის მხრიდან. მოძრაობით ქვევიდან ზევით ნაზად აიძრეთ ნიღაბი სახის კანიდან. არ აიძროთ ის უხეში მოძრაობით ან სწრაფად. ნიღბის ქვედა მხარეს დაინახავთ თქვენი კანიდან მოცილებულ ჭუჭყს.
  • სწორად მომზადებული და ბოლომდე გამშრალი ნიღაბი უნდა აძვრეს მთლიან ფენად.

შავი ნიღაბი სახის კანისთვის: როგორ დავამზადოთ ის სახლის პირობებში
მნიშვნელოვანია!

არ წაისვათ შავი ნიღაბი მთელს სახეზე. წაისვით იქ, სადაც ჩანს გაფართოებული ფორები შავი წერტილებით. ეს ჩვეულებრივ არის T ზონა და ლოყები. არ წაისვათ ის თვალის გარშემო, სადაც ყველაზე ნაზი კანია. არ გამოიყენოთ ნიღაბი დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე.

არ დაგავიწყდეთ ნიღბის შემდეგ სახის ტონიკით გაწმენდა, რომელიც იწვევს ფორების შეკუმშვას. ან შეისხურეთ სახეზე თერმული წყალი. შეგიძლიათ სახის ჩამობანა ჩაის ან გვირილის ნაყენის დახმარებით.

შავი ნიღაბი სახის კანისთვის: როგორ დავამზადოთ ის სახლის პირობებში
3-4 პროცედურის შემდეგ თქვენ დაინახავთ უკვე საგრძნობ გაუმჯობესებას. დაიმახსოვრეთ, რომ ასეთი ნიღბის გაკეთება არაა რეკომენდირებული კვირაში ერთ ჯერზე მეტად.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
შავი ნიღაბი სახის კანისთვის: როგორ დავამზადოთ ის სახლის პირობებში
გაიგეთ, სინამდვილეში საზიანო არის თუ არა კბილის პასტის შემადგენლობაში არსებული ფთორი კბილებისთვის