კვერცხის გულის ნიღაბი თქვენი სახის კანისთვის

маска из желтка для лица

маска из желтка для лица

ისინი, ვინც იყენებენ ხალხურ საშუალებებს ხშირად უამრავ მეორეხარისხოვან პროდუქტთან ერთად იყენებენ კვერცხს. ეს საკმაოდ პოპულარული მკვებავი საშუალება თავს ართმევს ერთად რამოდენიმე დავალებას. ყველა წესის დაცვით უნდა მოიხმაროთ კონკრეტულად შინაური პროდუქტი და არა მაღაზიის. კვერცხის გულს ”საჩუქრების ტომარასაც”, უწოდებენ რომელიც თან ატარებს კანისთვის სასარგებლო უამრავ სასარგებლო ვიტამინს და მიკროელემენტს.

კვერცხის გულის ნიღაბი თქვენი სახის კანისთვის

ყველაზე მარტივი ხერხია გათქვეფილი კვერცხის გულის წასმა სუფთა კანზე 10 წუთით და შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამობანა. ეს დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ კანი დატენიანდეს და უფრო გალამაზდეს. ამ საშუალების გამოყენება ადრეული ასაკიდან შეიძლება, რათა შემდგომ თავიდან ავიდიროთ კანის ნაადრევად დაბერების პროცესი.

კვერცხის გულის ნიღბის მოქმედების მექანიზმი

ვიტამინები А, В5, В12, Н და D ხელს უწყობენ კანის რეგენერაციის პროცესს და ხელს უწყობენ ყველაზე ღრმა ნაოჭების გასწორებასაც კი. ისინი ასევე ხელს უწყობენ სახის ოვალის აჭიმვას და ებრძვიან პიგმენტაციას.

კვერცხის გულის ნიღაბი თქვენი სახის კანისთვის

რკინა ამარაგებს უჯრედებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადით. ერთი კვირის შემდეგ სახის ფერი ბევრად ჯანსაღი ხდება, რაც პორცესების ნორმალურ მიმდინარეობაზე მიუთითებს.

კვერცხის გულის ნიღაბი თქვენი სახის კანისთვის

ქოლინი ხელს უწყობს სახის კანის უჯრედებში ტენიანობის შენარჩუნებას და აწესრიგებს ცხიმის გამომუშავების პროცესს. ამ ელემენტის წყალობით მშრალი კანი აღარ შეგიქმნით დისკომფორტს. ქოლინის ასევე გაგანთავისუფლებთ სხვადასხვა სახის გაღიზიანებისგან და კანის სიწითლისგან.

კვერცხის გულის ნიღაბი თქვენი სახის კანისთვის

კობალტი ებრძვის პიგმენტაციას და მის გამომწვევ მიზეზებს. ორსულობის დროს გაჩენილი პიგმენტური ლაქები და ჭორფლი რამოდენიმე გამოყენების შემდეგ უკვე უფერულდება. ხოლო კვერცხის გულის ნიღბის  რეგულარული გამოყენება საბოლოოდ იწვევს მათ გაქრობას.

კვერცხის გულის ნიღაბი თქვენი სახის კანისთვის

არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი ნიღბები მხოლოდ მშრალი კანისთვისაა და რომ ცხიმიანი კანის შემთხვევაში კვერცხის გული მხოლოდ Т ზონაზე უნდა წაისვათ.ეს ნამდვილად სიმართლეა. თუ თქვენ ცხიმიანი და თან პრობლემური კანი გაქვთ, ასეთი ნიღბის გამოყენება არ ღირს.

კვერცხის გულის ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

კვერცხის გულის ნიღაბი თქვენი სახის კანისთვის

აურიეთ 2 ჩ.კ. გვირილის ნაყენი 1/2 კვერცხის გულს, 1 ჩ.კ. ზეითუნის ან ნუშის ზეთს, 1/2 ჩ.კ. თაფლს, 1 ჩ.კ. საკვებ ზღვის მარილს და 2 ჩ.კ. ვაზელინს.

ყველა ინგრედიენტი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გადაიტანეთ მინის ქილაში. უნდა შეინახოთ მხოლოდ მაცივარში.

კვერცხის გულის ნიღაბი თქვენი სახის კანისთვის

წაისვით მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობით დაძინებამდე 2 საათით ადრე და ნახევარ საათში მოიშორეთ მინერალურ წყალში დასველებული ბამბის დისკით. ორი კვირის შემდეგ თქვენ დაინახავთ ცვლილებებს: კანი გახდება გლუვი, სახის კონტური უფრო გამოიკვეთება, ხოლო ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
კვერცხის გულის ნიღაბი თქვენი სახის კანისთვის
ჯანსაღი საკვები წონის დასაკლებად: დაბალკალორიული სენდვიჩის 5 რეცეპტი