ავოკადოს და ბანანის სასარგებლო თვისებები

ავოკადოს და ბანანის სასარგებლო თვისებები

თქვენ რას ფიქრობთ ავოკადოზე? ადამაინები, რომლებმაც ერთხელ აინც გასინჯეს ეს პროდუქტი, იყოფიან ორ ჯგუფად: პირველ ნაწილს ის უყვარდება პირველივე ლუკმიდან და ამატებენ მას ყველა კერძში, ხოლო მეორე ნაწილს ნამდვილად არ ესმის მათი.

ავოკადოს და ბანანის სასარგებლო თვისებები

ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებზე ათასობით სტატიის დაწერაა შესაძლებელი. დღეს გაიგებთ თუ რასთან ერთად უნდა მიირთვათ ეს პროდუქტი, რათა თავიდან აიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი.

გულისთვის სასარგებლო პროდუქტები

ავოკადოს და ბანანის სასარგებლო თვისებები

როგორც აღმოჩნდა ავოკადო შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს (100 გრ. პროდუქტში 483მგ.), რომელიც ხელს უწყობს გულის სწორ მუშაობას, ამცირებს ინსულტის და ინფაქტის განვითარების რისკს. ავოკადოს ყოველდღიური მოხმარება ზრდის სისხლძარღვების ელასტიურობას. ეს ინფორმაცია რაღა თქმა უნად ძალიან გაახარებს ამ მწვანე პროდუქტის მოყვარულებს, მაგრამ როგორ უნდა მივაღებინოთ ის მათ ვისაც არც ისე ძალიან მოსწონს ამ პროდუქტის გემოვნური თვისებები?

ავოკადოს და ბანანის სასარგებლო თვისებები

ჩვენ თქვენთვის ძალიან კარგი სიახლე გვაქვს! გულ-სისხლძარღვთა სისიტემის გასაჯანსაღებლად შეგიძლიათ რაციონში ბანანი შეიტანოთ. ამ პროდუქტის 100 გრ. შეიცავს 358 მგ. კალიუმს. გულის კუნთის ტონუსის შესანარჩუნებლად თქვენ უნდა მიიღოთ დღეში 2-2,5 გრ. კალიუმი.

ავოკადოს და ბანანის სასარგებლო თვისებები

კალიუმი ასევე საჭიროა ორგანიზმში წყლის ბალანსისი შესანარჩუნებლად და თავის ტვინის მუშაობისთვის.

ავოკადოს და ბანანის სასარგებლო თვისებები

ბანანის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ადგილზე, მაგრამ ავოკადოს შემთხვევაში საქმე ცოტა რთულადაა. ავოკადოსგან შეგიძლიათ მოიმზადოთ სალათები და სენდვიჩები, რომელიც გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით.

ავოკადოს და ბანანის სასარგებლო თვისებები

მიირთვით ავოკადო და ბანანი ყოველდღე. გამოკვებეთ თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა და აღარ მოგიწევთ ექიმებთან სირბილი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეს პროდუქტები არ არის დიეტური. ამიტომ გირჩევთ კალორიების დათვლას. მათ მიღებას გირჩევთ დღის პირველ ნახევარში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა იინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ავოკადოს და ბანანის სასარგებლო თვისებები
სავარჯიშოები ქალებისთვის