ჩვენი სტატიის გმირებმა კი აირჩიეს სულ სხვა კერძები და არც შემცდარან! მათ თეფშებზე ხშირად ჩნდება ისეთი პროდუქტები, რომელიც ნამდვილად არ ჩამოუვარდება გემოთი სწრაფ კვებას და ამასთან ერთად ისინი სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ღირს მათგან მაგალითის აღება!
ვარსკვლავების საყვარელი კერძები
ჯენიფერ ენისტონი
ჯერ კიდევ ”მეგობრების” გადაღებებისას გახდა მსახიობი დამოკიდებული სალათ ბობზე. ეს არის ტრადიციული ამერიკული კერძი. მოხარშული კვერცხი, ქათმის ხორცი, ბეკონი, ყველი, მწვანილი, ხახვი, ავოკადო და პამიდორი ეწყობა ფენა-ფენა თეფშზე. გამოდის ზალიან გემრიელი, მსუყე და დაბალანსებული სალათი.
ვიქტორია ბექჰემი
ვიქტორიას ყოველდღიური რაციონის აუცილებელ პროდუქტს წარმოადგენს ორაგული. პირველ რიგში ის ეხმარება ვარსკვლავს მბზინავი და ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში. ამასთან ერთად ის ძალიან გემრიელი და სასარგებლოა.
კამერონ დიასი
მსახიობი თავისი ფიგურის და სილამაზის მთავარ საიდუმლოდ სწორ კვებას მიიჩნევს. მისი ჩვეული საკვებია ბოსტნეული, ქათმის და თევზის სალათები და მარცვლეული. ყველაფერი დაბალანსებული და გემრიელია.
ბლეიკ ლაივლი
”ჭორიკანას” ვარსკვლავი თვლის, რომ არ არის საჭირო დიეტები თუ დღეს დაიწყებთ ერთი ჭიქა ცხელი შოკოლადით. ის დღის განმავლობაშიც მიირთმევს რამოდენიმე ნაჭერ შავ შოკოლადს.
ევა მენდესი
მსახიობი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვებას და მას უყურებს როგორც სხეულის საწვავს. ის იკვებება ბრინჯით და კინოათი, ორაგულით და ბოსტნეულის მსუბუქი სალათით.
ჯენიფერ ლოპესი
წასახემსებლად ვარსკვლავი ყოველთვის ხილს და ბოსტნეულს ანიჭებს უპირატესობას. მისი ყველაზე საყვარელი კერძია კალეს ფურცლების სალათი. იქნებ სწორედ ის ეხმარება ვარსკვლავს შეუდარებელი ფორმის შენარჩუნებაში.
იქნებ თქვენს შემთხვევაში არც ღირს საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმა. უბრალოდ ეცადეთ სასურველი რაციონით ჩაატაროთ ექსპერიმენტები, რაღა თქმა უნდა ჯანსაღი პროდუქტებით.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!