მოდით ვიმსჯელოთ რეალურად: თვალის გარშემო მიმიკური ნაოჭებისგან სამუდამოდ განთავისუფლება უბრალოდ შეუძლებელია. ცნობილი სახეებიც კი მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, მაგრამ არც ამას აქვს სამუდამო ეფექტი და ისევ უწევთ ამ პროცედურის გავლა. თუმცა ეს იმას მაინც არ ნიშნავს, რომ სიტუაცია უიმედოა. შეგიძლიათ მოამზადოთ ნიღბები თქვენი კანის ახალგაზრდულობის გასახანგრძლივებლად.
ზეითუნის ზეთით
აურიეთ ერთმანეთს 6 წვეთი ლიმონის წვენი და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. წაისვით თვალის გარშემო და დაიტოვეთ 15 წუთი. ამის შემდეგ გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი და ნიღბის ნარჩენი მოიშორეთ ქაღალდის ხელსაწმენდით.
ხაჭოთი
თუ თქვენ 30 წლის ხართ, გაიკეთეთ ეს ნიღაბი ყოველ 10 დღეში ერთხელ. ხოლო 40+ ქალბატონებმა უნდა გაიმეორონ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ. ერთი თვის შემდეგ თქვენ უკვე დაინახავთ შედეგს.
აურიეთ ერთმანეთს 1 ს.კ. სტაფილოს წვენი, ხაჭო და ცხიმიანი ნაღები. მიღებული მასა წაისვით კანზე და დაიტოვეთ 30 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასევე რეკომენდირებულია პროცედურის შემდეგ კანის გაწმენდა ყინულის კუბით.
კარტოფილით
ამ პროცედურის წყალობით თქვენ არა მარტო ნაოჭებს, არამედ ასაკთან ერთად წარმოქმნილ კანის სხვა პრობლემებსაც მოიგვარებთ. თუ თქვენ უკვე შეგისრულდათ 35, მაშინ თამამად შეგიძლიათ მისი გამოყენება.
დაანაკუწეთ 1 ს.კ. ოხრახუში, დაასხით 500 მლ. ადუღებული წყალი და დატოვეთ 20 წუთით. მზა ნაყენი უნდა გადაწუროთ. ეხლა გადაურიეთ ერთმანეთს 1 ს.კ. გახეხილი უმი კარტოფილი დ მცენარეული ზეთი. ამ მასას დაუმატეთ 2 ს.კ. ნაყენი. მიღებული მასა უნდა გადაიტანოთ მარლაზე და დაიდოთ სახეზე 15 წუთით. გამოყენების შემდეგ ჩამობანა აუცილებელი არ არის.
არყის ფოთლებით
დაიწყეთ ნაოჭებთან ბრძოლა როგორც კი შეგისრულდებათ 20 წელი. ადრეა? პირიქით სწორედ რომ დროა. ეს ნიღაბი არა მხოლოდ დაგიცავთ ღრმა ნაოჭების გაჩენისგან, არამედ ხელს შეუწყობს კანის შესანიშნავი მდგომარეობის შენარჩუნებას.
ერთ მუჭა ფოთლებს დაასხით 200 მლ. ცივი წყალი. დატოვეთ 10 წუთი და შემდეგ გადაწურეთ. დაასველეთ ბამბის დისკები და დაიდეთ სახის კანზე. ამ საშუალების გამოყენება უმჯობესია დილით.
თვალის გარშემო კანის მოვლა საჭიროა რეგულარულად. მხოლოდ სპეციალური კრემის შეძენა და გამოყენება საკმარისი არ არის. თქვენ არ იცით მათი შემადგენლობა და არც ის იცით რეალურად როგორ მოქმედებს ის თქვენს კანზე. ეს უსაფრთხო საშუალებები კი ნამდვილად დაგეხმარებათ.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.