დაბალკალორიული პროდუქტები

დაბალკალორიული პროდუქტები

ყოველდღიურად ჩნდება ახალი რენდი და მათ შორის ბევრია დაკავშირებულო კვებასთან. ერთ-ერთი ასეთი ტრენდი გახდა მავნებელი პროდუქტების სასარგებლო პროდუქტებით ჩანაცვლება – ეხლა ეს ცხოვრების ჯანსაღი წესის ნაწილია.
რაც უფრო მეტი პროდუქტი ჩნდება მაღაზიების დახლებზე, მით უფრო ძნელია არჩევანის გაკეთება. ტკბილეული, სოუსები, სწრაფი კვება, მოსახმარებლად მარტივი დაფასოებული პროდუქტი გემრიელია და ხელმისაწვდომია. თუმცა ვინც ზრუნავს თავის თავზე, მათ იციან რომ ასეთი პროდუქტი არის ჭარბი წონის, კუჭის, კანის და სხვა პრობლემების გამომწევევი მიზეზი.

დაბალკალორიული პროდუქტები

დღეს ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ იმ პროდუქტების სია, რომლითაც მარტივად ჩაანაცვლებთ მავნებენ პროდუქტებს. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც დიეტაზე იმყოფება!

სასარგებლო პროდუქტების სია

დაბალკალორიული პროდუქტები

კეტჩუპი

კეტჩუპი ერთ-ერთი მავნე საკვების დანამატია. ის შეიცავს შაქარს, შემასქელებელს და კონსერვანტებს. მისი ჩანაცვლება მარტივად შეგიძლიათ სახლში მომზადებული პამიდვრის პასტით. შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისამებრ დაუმატოთ მარილი და სანელებლები.

დაბალკალორიული პროდუქტები

წვენები

მარკეტში არსებული წვენების უმეტესობა წყალში გახსნილი ფხვნილია შაქრის დიდი შემადგენლობით. მათ არ მოაქვთ არანაირი სარგებელი. ამ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება სახლში დაწურული წვენი ან ხილის წყალი. მის მოსამზადებლად ყველაზე მეტად შესაფერისია ციტრუსები. უბრალოდ დაასხით ადუღებული წყალი რამოდენიმე ნაჭერ ლიმონს ან ფორთოხალს და დაელოდეთ გაციებას.

დაბალკალორიული პროდუქტები

შაქარი

ექიმები შაქარს შენელებული მოქმედების ბომბს უწოდებენ. საქაროზა მიეკუთვნება მარტივ ნახშირწყლებს, რომელსაც მომენტალურად ითვისებს ორგანიზმი, თუმცა არ იყენებს მას სრული მოცულობით და ამას მივყავართ სიმსუქნისკენ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისკენ. შაქრის შემცვლელიც არაა გამოსავალი, თუმცა არის მათ შორის ე.წ თაფლის ბალახი – სტევია. ხელოვნური შაქრის შემცვლელი საშუალებებისგან განსხვავებით სტევია ნატურალურია და არ მოაქვს არანაირი ზიანი ჯანმრთელობისთვის.

დაბალკალორიული პროდუქტები

მაიონეზი

მაიონეზი, ისევე როგორც კეტჩუპი ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის. რითი შევცვალოთ მაიონეზი? გამოიყენეთ ბერძნული იოგურტი მდოგვთან ერთად. მას აქვს შეუდარებელი გემო და შესანიშნავია სალათებში.

დაბალკალორიული პროდუქტები

ფქვილი

ფქვილის ჩანაცვლება ზოგიერთ კერძში საკმაოდ ძნელია, ამიტომ უბრალოდ გამოიყენეთ მთელმარცვლოვანი. რადგან ის შეიცავს მეტ უჯრედისს და არა სახამებელს.

დაბალკალორიული პროდუქტები

ბრინჯი

ბრინჯის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ გაუსუფთავებელს, რადგან გასუფთავებისას ბრინჯი კარგავს სასარგებლო მინერალების უმეტესობას და უჯრედისს. უჯრედისით მდიდარი პროდუქტები ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და გახდომას.

დაბალკალორიული პროდუქტები

პროდუქტების ჩანაცვლებისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ მხოლოდ ნატურალურს. ყოველთვისაა შესაძლებელი უკეთეშის მოძებნა, ამიტომ არ შეწყვიტოთ ძიება.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
დაბალკალორიული პროდუქტები
როგორ გავითეთროთ სახის კანი