ხალხური საშუალება სისხლძარღვების ელასტიურობის აღსადგენად
დაგჭირდებათ:
- 200 გრ. წვრილად დაჭრილი ნიორი
- 400 მლ. არაყი
მომზადების წესი:
შუშის ქილაში ჩაყარეთ ნიორი, დაასხით არაყი, დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 10 დღით. ამის შემდეგ გადაწურეთ მარლის საშუალებით და გააჩერეთ 2 კვირით ბნელ და თბილ ადგილზე.
მიღების წესი:
პირველი 14 დღე მიიღეთ დღეში 2-ჯერ 1/3 ჭიქა წყალში ან რძეში გახსნილი 5 წვეთი, შემდეგ უკვე 30 წვეთი. კურსი მთავრდება მაშინ, როცა დამთავრდება ნაყენი.
სისხლძარღვების გასაწმენდი საშუალება
დაგჭირდებათ:
100 გრ. სალბი
800 მლ. არაყი
400 მლ. წყალი
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ შუშის ჭურჭელში, კარგად მოუკარით თავი და დადეთ სინათლეზე 40 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ გადაწურეთ მარლის საშუალებით.
მიღების წესი:
მიიღეთ დილით უზმოზე 1 ს.კ. ნაყენი 1 ს.კ. წყალთან ერთად. ნაყენი უნდა მიიღოთ ბოლომდე. ასეთი კურსის ჩატარება რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ.
სისხლძარღვების გაძლიერება უნდა მოხდეს კომპლექსურად. მხოლოდ ნაყენი ვერაფერს გიშველით თუ ყურადღებას არ მიაქცევთ კვების რაციონს და ფიზიკურ დატვირთვას.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!