როგორ გავუმკლავდეთ ნაბახუსევის სინდრომს
ბევრისთვის საყვატელი მჟავე კიტრის წვენი არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, შაქარს და ძმარს. ეს კი კიდევ უფრო დიდ დარტყმას აყენებს ღვიძლს. გირჩევთ ბევრად უფრო მოქმედ და რაც მთავარია უსაფრთხო მეთოდს: მოამზადეთ სპეციალური სასმელი ნატურალურ ინგრედიენტებისგან.
დაგჭირდებათ:
- 1 ცალი დიდი ზომის კიტრი
- 1/2 ჭიქა სუფთა წყალი
- 1 ცალი ლაიმის წვენი
- 1/2 კონა პიტნა
- სტევია (ან ნებისმიერი სხვა დამატკბობელი) გემოვნებით
მომზადების წესი:
კიტრი კარგად გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში. დაუმატეთ პიტნა და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ ლაიმის წვენი და სტევია, გემოვნებით გააზავეთ წყლით. სასმელში რამოდენიმე ყინულის კუბის დამატებაც შეგიძლიათ.
ეს კოქტეილი ძალიან სწრაფად დაგაყენებთ ფეხზე. საიუმლო მის ნატურალურ ინგრედიენტებში იმალება, რომელსაც გამოყავს ტოქსინები ორგანიზმიდან, პიტნა აწესრიგებს საკვების მონელების პროცესს და აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, ხსნის გულისრევის შეგრძნებას.
წვეულებაზე წასვლამდე მოიმარაგეთ ეს ინგრედიენტები, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შეგრძნებები.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!