ზოგჯერ როგორ გვინდა გავათამამოთ საკუთარი თავი რაიმე ტკბილით, მაგრამ ლამაზ ფორმებზე და ჯანმრთელობაზე ფიქრები უფრო ძლიერია. ეს სწორია, რადგან შაქარი ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას, იწვევს მიჩვევას, რეცხავს ორგანიზმიდან კალციუმს და ხელს უწყობს ტყუილი შიმშილის გრძნობის გაჩენას. დღეს მოგიმზადეთ იმ ტკბილეულის ჩამონათვალი, რომელიც არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც არის.
გემრიელი და სასარგებლო
თაფლი
ეს სია სწორედ თაფლით უნდა დავიწყოთ.ის შაქრის შესანიშნავი შემცვლელია. დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. შაქრისგან განსხვავებით, თაფლი ავსებს ორგანიზმს კალციუმით, აძლიერებს იმუნიტეტს და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. თაფლი წმენდს ორგანიზმს ტოსიქნებისგან და შლაკებისგან.
მარმელადი
ეს ტკბილეული ნამდვილად არ ავნებს თქვენს ფიგურას, თუ მისი მომზადებისას შაქარს თაფლით ჩაანაცვლებთ. ყველაზე მეტად ამისთვის ლიმონის მარმელადი გამოდგება.
ხილი და კენკრა
სხვადასხვა ხილი შეიცავს სხვადასხვა სახის სასარგებლო ნივთიერებებს და ვიტამინებს. მათი მიღება შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით. ისინი აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას და ხელს უშლიან როგორც ცხიმების, ასევე შლაკების დაგროვებას.
ჩირი
ზოგიერთ ჩირში საკმაოდ ბევრი კალორიაა, მაგალითად ქიშმიშში. მიუხედავად ამისა თითქმის ყველა ჩირი იმის არის კარგი, რომ ფაქტიურად შეუძლებელია მათგან გასუქება. ყველაზე მეტად ამისთვის კარგია კურაგა, ფინიკი, ლეღვი და მსხალი.
ზეფირი
ზეფირიც შეგიძლიათ ჩათვალოთ დიეტურ ტკბილეულად. ისევე როგორც მარმელადში, აქაც გამოიყენება ბუნებრივი შემასქელებლები: ჟელატინი და აგარ-აგარი. ამ ინგრედიენტებში პექტინის მაღალი შემადგენლობის გამო, ზეფირს შეუძლია ქოლესტერინის დონის შემცირება და ტოქსინების გამოდევნა.
შავი შოკოლადი
შავი შოკოლადის სასარგებლო თვისებების შესახებ უკვე ყველასთვისაა ცნობილი. ცოტაოდენი შავი შოკოლადის მიღებაც კი გააუმჯობესებს თქვენს შრომისუნარიანობას და ამტანობას. ზომიერად მისი მოხმარებისა შესაძლებელია რამოდენიმე კილოგრამის დაკარგვაც კი, რადგან ის მიეკუთვნება ცხიმის დამწველ პროდუქტებს.
ეცადეთ მიირთვათ ჯანსაღი ტკბილეული. ასე გაუფრთხილდებით თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ყველაფერთან ერთად მიიღებთ საჭირო ვიტამინებს და ნივთიერებებს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!