კრევეტები საკმაოდ პოპულარული ზღვის პროდუქტია. ყოველდღიურად მსოფლიო მაშტაბით რამოდენიმე მილიონი ტონა კრევეტი გადის მოხმარებაში. ჩვენ გვიყვარს კრევეტები, მაგრამ არ ვუფიქრდებით თუ სად და როგორ ზრდიან მათ. ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ 3 ფაქტი, რომელიც გაიძულებთ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ ამ პროდუქტთან.
როგორ აყალბებენ კრევეტებს
1. ჩინეთში უკვე დიდი ხანია ისწავლეს საკვების გაყალბება, ამ სიაში არც კრევეტები გამორჩათ. ჩინელებმა დაიწყეს თევზის ფარშის გამოყენება და რაღა თქმა უნდა აძლევენ მას კრევეტის ფორმას. ამის შემდეგ მას ღებავენ და ძირითადად სწორედ ასეთ კრევეტებს ვყიდულობთ ჩვენ ძვირადღირებული შეფუთვებით. იმისთვის, რომ არ წამოეგოთ ასეთ სატყუარაზე, აუცილებლად კარგად გაეცანით შემადგენლობას.
2. ეს არ არის ერთადერთი მეთოდი, რომელსაც იყენებენ ჩინელები ზღვის პროდუქტებზე დამატებითი სარგებელის მისაღებად. ჩინელებმა ისწავლეს ყველაზე იაფფასიანი კრევეტების ელიტურ სახეობებად გადაქცევა. ამისთვის ისინი ხარშავენ მათ საღებავებში, შემდეგ კი ავლებენ ნატრიუმის ტრიპოლიფოსფატში ფერის დასაფიქსირებლად. ყველაფერთან ერთად ეს ნივთიერება კრევეტებში აკავებს ზედმეტ წყალს, რაც მათ უფრო მძიმეს ხდის. მიღებულ პროდუქტს 5 დღის მანძილზე შარობენ ღია ცის ქვეშ.
3. გარდა ამისა, ფერმებში სადაც კრევეტები გამოყავთ, დიდად არ აქცევენ ყურადღებას სანიტარულ ნორმებს. სწორედ ამიტომ კრევეტები ითვლება ბაქტერიების და ვირუსების ბუდედ.
ვის არ გაუქრება მადა ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ? აუცილებლად კარგად გადაამოწმეთ რას ყიდულობთ, რათა არ გახდეთ არაკეთილსინდისიერი მწარმოებლის ერთ-ერთი მსხვერპლი.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!